შსს-მ ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა
შსს-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხაშურის პოლიციის უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და კადრების განკარგულებაშია აყვანილი.
თანამდებობიდან ხარშილაძის გათავისუფლების მიზეზი გახდა 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში დაკითხული სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და სასიკვდილო დაზიანებები მიიღო.
ხაშურის პოლიციის უფროსად გორის პოლიციის უბნის ინპექტორთა განყოფილების ხელმძღვანელი დაინიშნა.
კომენტარი