სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების საჯარო ტრიბუნალს ემხრობა

ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უკრაინელი სამხედროების სასამართლო პროცესი საჯაროდ უნდა გაიმართოს.

"მალე ჩატარდება ნაცისტების ტრიბუნალი. მასზე უნდა წარდგნენ სამხედრო დამნაშავეები, რომლებიც ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, ანადგურებდნენ და შიშში ამყოფებდნენ დონბასის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყოს", - წერს ვოლოდინი თავის ტელეგრამის არხში.

მანამდე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს ტრიბუნალისთვის მზადება" და „ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი მარიუპოლში შედგება“ უკრაინულ პოლკ "აზოვის" 23 მებრძოლის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი ედებათ 80 ეპიზოდში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერის ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების „გასამართლება“ რუსეთთან მოლაპარაკებებს შეუძლებელს გახდის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100