სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცები და ქალები თანასწორები არიან, მაგრამ თეფშები კაცებმა უნდა რეცხონ

რთული ტერმინების ახსნა ოჯახური მაგალითის გამოყენებით:

ფემინიზმი -კაცები და ქალები თანასწორები არიან, მაგრამ თეფშები კაცებმა უნდა რეცხონ.

თეოკრატია -თუ თეფშების რეცხვის დროს თავსაბურავს არ გავიკეთებ, ჩამქოლავენ და სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოვხვდები.

დემოკრატია - ოჯახის საბჭომ ერთხმად აღიარა, რომ თეფშები დასარეცხია, მაგრამ მათ დარეცხვას არავინ აპირებს.

სუვერენული დემოკრატია -ოჯახის უფროსი არასდროს დარეცხავს თეფშებს, რადგან ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრების 146% უჭერს მხარს.

კომუნიზმი -ოჯახის უფროსი მეუბნება, რომ მე ვრეცხავ იმდენ თეფშს რამდენიც შემიძლია და მაქვს იმდენი თეფში, რამდენიც საჭიროა. მე თეფშებს მუდმივად ვრეცხავ, მაგრამ საჭიროზე ბევრად ნაკლები მაქვს.

ლიბერალიზმი - ეს ჩემი თეფშია, მე მას მაშინ გავრეცხავ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. მე ფეხებზე მკიდია, რომ ჩემი ბინძური თეფში უკვე გარეცხილ თეფშებსაც აბინძურებს.

პრიმიტივიზმი -თეფშების რეცხვა კაცობრიობის ყველაზე მავნებელი ჩვევაა. ჩვენ ისევ მიწიდან უნდა დავიწყოთ შიშველი ხელებით საჭმლის ჭამა.

ნაციონალიზმი -თეფშების სისუფთავის დაცვა ჩემი მთავარი მოწოდებაა. მე მათ დავრეცხავ და ვეცდები მეზობლებს არ დავრთო მათი დაბინძურების ნება.

კაპიტალიზმი -ჩემმა უმცროსმა ძმამ ყველა თეფში დარეცხა, ამის სანაცვლოდ მე მას გაკვეთილების მომზადებაში დავეხმარები.

პაციფიზმი -თეფშების მსხვრევა სამყაროს მსხვრევას გამოიწვევს.

ანტიგლობალიზმი -სამყაროს მმართველებს სურთ ჩემი ოჯახის ტრადიციები დამავიწყონ. ისინი მომიწოდებენ ერთჯერადი თეფშებიდან მივირთვათ საკვები.

მონარქიზმი -ოჯახის უფროსი არასდროს დარეცხავს თეფშებს, რადგან არც მამამისი და არც ბაბუამისი არ რეცხავდნენ მათ.

(წყარო: მოაზროვნეთა გვერდი)

ასევე იხილეთ: საზოგადოებრივი წყობების იუმორისტული დახასიათება 2 ძროხის მაგალითზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100