რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე
საზოგადოებრივი ინიციატივის ახალი კვლევა:
შესავალი
2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.
კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტი- დასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემებში.
ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრო- რუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს. ამავე დროს ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე. წინამდებარე კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.
საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან. მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Gეწორლდ.გე) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და 4 „ივერიონი“.
„ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი tv”.
ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს. როგორც კვლევისას გამოიკვეთა, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრებში ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საბოლოო ჯამში ან „ევრაზიულ ინსტიტუტს“ ან „ევრაზიულ არჩევანს“ უკავშირდებიან.
აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი. მაგალითად, ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაცია “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” წერს, რომ მისი პარტნიორი საქართველოში „ევრაზიული არჩევანია“.
“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” მიერ 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში 1ჰტტპ://წწწ.ევრაზია.ინფო/არტიცლე/4672 5 ევრაზიული კავშირის იდეის პოპულარიზაციის გარშემო გაერთიანდა. არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ კოალიციაში “ევრაზიული კავშირი-საქართველო”.
“საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა” საქართველოში ევრაზიული მოძრაობის “მთავარ ლოკომოტივად” აგრეთვე ასახელებს ორგანიზაციებს “ერეკლე მეორის საზოგადოება” და “ევრაზიული ინსტიტუტი”, ასევე, 2001-2004 წლებში საქართველოს უშიშროების მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას, “ერეკლე მეორის საზოგადოებისა” და “ევრაზიული არჩევანის” დამფუძნებლებს: არჩილ ჭყოიძესა და მის მეუღლეს, მაია ხინჩაგაშვილს.
„ევრაზიული ინსტიტუტი“ რუსული ენის შემსწავლელ კურსებს ახორციელებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია “Русский Мир-ის” მხარდაჭერით.
საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმა“ საქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ზაზა აბაშიძე, ისევე როგორც ნანა დევდარიანი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელმძღვანელად დაინიშნა. წინამდებარე კვლევაში ღია წყაროებზე დაყრდნობით მიმოხილულია აღნიშნული და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტები.
"ევრაზიის ინსტიტუტი" და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები “ევრაზიის ინსტიტუტი” საქართველოში 2009 წელს დაფუძნდა. როგორც ინსტიტუტის დამფუძნებლები საკუთარი მოღვაწეობის ამსახველ ანგარიშში აღნიშნავენ, 2008 წელს არსებობდა ინტერნეტ ფორუმი სახელწოდებით “პოლიტფორუმი”, რომელსაც გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობდა.
ის ერთ-ერთი გამოცემა იყო საქართველოში, რომელიც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებდა რუსეთის წინააღდეგ ომის დაწყებაში. თავად “პოლიტფორუმის” წევრები ამბობენ, რომ ვებგვერდის სერვერი ხელისუფლებამ გათიშა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული: “ხელისუფლების ამგვარმა ქმედებებმა, ასევე რუსეთის მიმართ აღებულმა რადიკალურად კონფრონტაციულმა კურსმა განაპირობა ევრაზიის ინსტიტუტის დაარსება”.
პორტალი მოგვიანებით აღადგინეს. ორგანიზაცია “ევრაზიის ინსტიტუტის” დამფუძნებლები არიან გულბაათ რცხილაძე და გიორგი ვეკუა. გულბაათ რცხილაძე პარალელურად არის გამგეობის წევრი ორგანიზაციაში, “კავკასიური თანამშრომლობა”. ამავე ორგანიზაციის წევრია ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში კოალიცია "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
გულბაათ რცხილაძე ხელმძღვანელობს „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტს „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის”. ნანა დევდარიანი, გულბაათ რცხილაძე 7 “ევრაზიის ინსტიტუტს” შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული შოთა აფხაიძე, რომელიც ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერია. ის პარალელურად “დემოკრატიული ლიგისა” და მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრია. ორგანიზაციას სამხედრო საკითხებში კონსულტაციას უწევს კობა ოთანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია იმით, რომ ის იყო ე.წ. “მუხროვანის ამბოხში” მონაწილეობისთვის ბრალდებული. ორგანიზაციის ახალგაზრდულ პროექტებს ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს, რომელიც ცნობილია ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით.
თავდაპირველად შექმნილ პორტალს, “პოლიტფორუმს”, რომელიც დღეს „ევრაზიის ინსტიტუტი“ მართავს, მთავარი მიზანი “რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის პრაქტიკული ხელშეწყობაა”. როგორც ჩანს, ორგანიზაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა რაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. კერძოდ, ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით “ბორის, შენ მართალი ხარ”, სადაც იმედი გამოთქვა, რომ ივანიშვილი არ შედრკება “პროპაგანდისტული მანქანის” ზეწოლის პირობებში, განსაკუთრებით, როცა საუბარი იქნება რუსეთთან ურთიერთობებისა და მეგობრობის აღდგენის აუცილებლობაზე. თავად ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამავე პერიოდში “ინსტიტუტის მიერ რუსულ მედიაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შესახებ პოზიტიური ნანა დევდარიანი და კახა კუკავა ამომრჩევლებთან 20120 8 კომენტარები კეთდებოდა, წინასწარ იქმნებოდა დადებითი ფონი რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.”
ორგანიზაციის გააქტიურება 2012 წლიდან იწყება. ორგანიზაცია ხშირად აწყობს და მართავს შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს. 3 2013 წელს ევრაზიის ინსტიტუტმა დააფუძნა "ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი".
2014 წელს ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაიწყეს შეხვედრები რუსეთში დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტში, პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირებისა და დარეგულირების ინსტიტუტში, ასევე რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში (РИСИ), რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის და რუსეთის წამყვან პოლიტოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს4 . რუსეთის "სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან" ერთად „ევრაზიის ინსტიტუტმა“ 2014 წლის 4 ივლისს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართეს მრგვალი მაგიდა თემაზე - „ისლამისტური იდეოლოგია და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემები”. თანამშრომლობა შემდეგაც გაგრძელდა - „ევრაზიის ინსტიტუტის“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ მოსკოვში გამართულ “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ფორუმში”.
ირაკლი ყიფიანი, ფონზე დიმიტრი მედვედევი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროები ღიად გაცხადებული არ არის. მათი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის ვებგვერდზე არ იძებნება. ამიტომაც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული პარტნიორი რუსული ინსტიტუტებიდან იღებენ გარკვეულ დაფინანსებას ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
გარდა ამისა, ერთ-ერთ კომენტარში თავად გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ 2015 წელს თელავისა და შიდა ქართლის რაიონის სოფელ დირბის ვეტერანებს 45-ლარიანი უფასო ვაუჩერები გადასცეს. რაშიც დაეხმარა მისი მეგობარი, კომპანია “ნიჟფარმის” დირექტორი ალექსანდრე პაპუკაშვილი. კომპანია “ნიჟფარმი” რუსული კონცერნის, ნიჟნი ნოვგოროდის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. “ნიჟფარმა” საქართველოში მედიკამენტების იმპორტს ახორციელებს.
"ევრაზიის ინსტიტუტის" პროექტები
სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის “ევრაზიის ინსტიტუტმა” 2013 წელს დაიწყო პროექტი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ (გეორუს.ორგ). თავად პროექტის აღწერაში ნათქვამია, რომ “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის შეიქმნა, როგორც ქართველი ხალხის პასუხი იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, იქნებიან ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ხელოვნურად ძაბავდნენ და დღესაც ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის”. სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრები არიან: გრიგოლ რუხაძე - ჟურნალ ,,სამი საუნჯის” მთავარი რედაქტორი, გვანცა კოპლატაძე - პროფესორი, ზაურ მჭედლიშვილი - თურქოლოგი, საქართველოს ყოფილი კონსული ქ. ტრაბზონში, ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი, გივი ვანიშვილი - თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი, ლევან ოქრომჭედლიძე - ისტორიკოსი, ნანა წითელაშვილი-ერმაკოვა - ჟურნალისტი, იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, იოსებ ქორიძე - იურისტი- სამართალმცოდნე. მოძრაობას უკვე შეუერთდა 1288 პირი, მათი სია პროექტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
თითოეული მათგანის ფოტოს ქვეშ მითითებულია, რომ ის მხარს უჭერს „საქართველოსა და რუსეთს შორის თანასწორუფლებიან დიალოგსა და სრულფასოვან თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ-რელიგიურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“.
ინიციატივა 9 მაისი
„ევრაზიის ინსტიტუტმა“ მუშაობა სკოლის მოსწავლეებთანაც დაიწყო. პროექტში, რომლის სახელწოდებაა „რატომ არის 9 მაისი საქართველოსთვის გამარჯვების დღე“, მონაწილეობას იღებენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ “ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას”.
მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 2 მაისს ინიციატივის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეახვედრეს, 9 მაისის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ვეტერანებმა ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ “მძიმე ხვედრისგან იქნა გადარჩენილი საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის, წესით და რიგით, ირაკლი ყიფიანი პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ლესელიძის ძეგლთან, 2015წ მთელი საქართველოსათვის საამაყო - იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით”.
ბავშვებმა კი 9 მაისთან დაკავშირებით შეთხზული თხზულებები წაიკითხეს.
ევრაზიის ინსტიტუტის პარტნიორები
ნებისმიერი ორგანიზაციის თუ მოძრაობის საქმიანობის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია მისი პარტნიორების საქმიანობის მიმოხილვითაც. ქვემოთ მოცემული იქნება ინსტიტუტის პარტნიორების მცირე მიმოხილვაც, რაც ჩვენი აზრით მკითხველს დაეხმარება ინსტიტუტის საქმიანობის შეფასებაში.
"ისტორიული მემკვიდრეობა"
ანტიდასავლური დისკურსით ცნობილი ქართული საინფორმაციო ვებგვერდების Gეწორლდ.გე-სა (საქართველო და მსოფლიო) და „საქინფორმის“ გამომცემელი ააიპ “ისტორიული მემკვიდრეობაა”, რომელიც 2009 წელს თბილისში დაარსდა.
მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ტარიელ (ტარას) გაგნიძეა. ორგანიზაციის დაფუძნებისას გაკეთებულ განცხადებაში მაგალითად აღნიშნულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის ფალსიფიკაცია ხდება, ორგანიზაცია კი „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორები არიან ქართული გამოცემები “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი”, “ივერიონი”, “ღია ბოქლომი”, Научное общество кавказоведов (НОК) და “ლევ გუმილევის ცენტრი”. თითოეულის ბანერი ევრაზიის ინსტიტუტის ვებ გვერდზე სწორეს „პარტნიორების“ განყოფილებაშია განთავსებული. 12 ახალგაზრდა თაობას საკუთარი ქვეყნის რეალური წარსულის შეცნობაში დაეხმარება. ამ მიზნისთვის გამოაქვეყნებს ისტორიულ სახელმწიფო აქტებს, თანამდროვეთა მოგონებებს, ბიოგრაფიულ მასალებსა და სხვა. ორგანიზაცია ქართველ და რუს ერებს შორის მეგობრობის აღდგენას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ "ისტორიული მემკვიდრეობის" დაფუძნების ინიციატივას იმ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინიციატივა “ხელს შეუწყობს რუსეთისა და საქართველოს ხალხთა ურთიერთ პატივისცემის განმტიკიცებას”.
Gეწორლდ.გე-ს დამფუძნებელი ორგანიზაციის, “ისტორიული მემკვიდრეობის" საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. 1 საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ჭაჭია ამავდროულად არის საქართველოში მოქმედი "გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის" საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ორგანიზაცია “სამეგრელოს” და "მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის" ხელმძღვანელი. მარცხნიდან: Gეწორლდ-ის რედაქტორი ირაკლი თოდუა და ტარიელ გაგნიძე „უცნობი პუტინის“ პრეზენტაციაზე, 2013 13 მედიაში ალექსანდრე ჭაჭია, იგორ გიორგაძის მეგობარ ბიზნესმენად არის მოხსენიებული.
ჭაჭია აგრეთვე იყო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტია “ერთობის” წევრი, რომლის ლიდერი საქართველოს სსრ-ის კომპარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. საინტერესოა იმ პროექტების მიმოხილვაც, რაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით განხორციელებულა. 2010 წლის 9 ივლისს მოსკოვში, საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის” ოფისში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე “ადამიანის უფლებები საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც გაიმართა “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი დოკუმენტური კრებულის, “უუფლებობის ზონის”, რუსულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზეც დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა ათი გამოცემა, რომელიც გაერთიანდა ერთ სახელწოდებაში “ჟამი ხსნისა”. „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ 2013 წელს გამოსცა წიგნი „უცნობი პუტინი“. წიგნის პრეზენტაციაზე ტარას გაგნიძემ განაცხადა, რომ რუსული პოლიტიკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ საქართველოში ძალიან მწირ და უკიდურესად ტენდენციურ ინფორმაციას ფლობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, შეექმნათ კრებული, სადაც თავმოყრილი იქნებოდა სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ჭაჭია 14 ვლადიმერ პუტინის პიროვნების შესახებ ბევრი, ქართული საზოგადოებისათვის უცნობი ინფორმაცია.
წიგნის პრეზენტაციას იმ პერიოდისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაც დაესწრო. რაც შეეხება ორგანიზაციის ბოლო პერიოდის საქმიანობას, 2015 წლის 28 აპრილს რუსეთში ჩატარდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი “გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმი” დევიზით - “ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება”. ფორუმში “ისტორიული მემკვიდრეობის” ორგანიზებით საქართველოდან მონაწილეობდა 11 კაციანი ჯგუფი.
მათ შორის იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ასევე „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ ხელმძღვანელი ირაკლი უბილავა და საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია. ამავე შეხვედრის სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ შვიდკოი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის” პრეზიდენტი ვალერი ტურსუნოვი. “ისტორიული მემკვიდრეობა” მართავს კონფერენციებსაც, სადაც ძირითადად იწვევს იმ პირებს, რომლებიც პრო-რუსული და ანტი-დასავლური პოზიციებით არიან ცნობილნი. მაგალითად, 2014 წლის 14 ნოემბერს ჩაატარეს კონფერენცია „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ელიზბარ ჯაველიძე, ვალერი კვარაცხელია, ნანა დევდარიანი, არნო ხიდირბეგიშვილი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, იური მეჩითოვი. აგრეთვე, ვიქტორ ცაავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი; ვანო წიკლაური - მემარცხენე ძალთა გაერთიანება; ირაკლი უბილავა - გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი; გრიგოლ ონიანი - საზოგადოება „სტალინი“; ზვიად ირემაძე - ანტი- გლობალისტური ცენტრი „ივერიელები“; გულბაათ რცხილაძე - “ევრაზიის ინსტიტუტი8”, თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, სადაც აღნიშნეს: “დასავლეთი არაფრად აგდებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს თვალსაჩინოდ გვაჩვენა ბოლო 25 წლის პრაქტიკამ. მაგრამ დასავლეთს სჭირდება საქართველოს ტერიტორია ნატოს ბაზების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განსათავსებელად, რუსეთის სამხრეთში დივერსიების მოსაწყობად და კასპიის ზღვაზე და მის ენერგორესურსებზე გასასვლელ კორიდორად. სააკაშვილი ამერიკელებზე უფრო მეტ ამერიკელობას ცდილობდა, მაგრამ დააფრთხო ისინი თავისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობით; მათ იგი გაცილებით წყნარი პერსონებით შეცვალეს. თუმცა ვითარება იქითკენ მიდის, რომ მალე ამერიკელებს საქართველოში სწორედ ფსიქიკურადარანორმალური მმართველი დასჭირდეთ.
ამიტომ მორიგი „რევოლუცია“ საქართველოში სულაც არ არის გამორიცხული. ჩვენი ქვეყნები საფრთხეშია! ნებისმიერ მასშტაბურ დესტაბილიზაციას სისხლისმღვრელი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რომელიც მთელ რეგიონს მოედება! მორიგი „რევოლუციები“ თვით ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების არსებობას ემუქრება!ადამიანებო, ფრთხილად იყავით!” 9 1.2.1.1. "საქართველო და მსოფლიო" (Gეწორლდ.გე) “საქართველო და მსოფლიო” გაზეთის სახით 2009 წლიდან გამოდის. აქვს სამენოვანი ვებგვერდი Gეწორლდ.გე, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია რამდენიმე ორგანიზაციის ბანერი, მათ შორისაა - “გლობალური კვლევების ცენტრი”, “ისტორიული მემკვიდრეობა”, “მედიანიუსი” და “ბაკურ სვანიძის ინტერნეტ ტელევიზია”. გამომდინარე იქიდან, რომ ამავე ორგანიზაციების საიტებზე Gეწორლდ.გე-ის ბანერი არის განთავსებული, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია სწორედ Gეწორლდ.გე- ს პარტნიორია. არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” კვლევის „ანტიდასავლური პროპაგანდა“ 10 თანახმად, Gეწორლდ.გე იმ გამოცემებს შორისაა, რომელიც ყველაზე ხშირად ახდენს ანტ-დასავლური განწყობების ტირაჟირებას.
geworld.ge გამოირჩევა ჰომოფობიური, ქსენოფობიური მასალებით11 . აქტიურად აშუქებს სწორედ “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრთა აქტივობებს. იწვევს მათ სხვადასხვა საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად და უთმობს ტრიბუნას საკუთარი აზრების გავრცელებისთვის. გამოცემის მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუაა, რომელიც პარალელურად “საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის” გამგეობის წევრია.
ამავე შემოქმედებით კავშირში კი გაერთიანებულნი არიან ისეთი გამოცემების რედაქტორები, როგორიცაა “ასავალ- დასავალი”, Gეორგიანთიმეს, ტელეკომპანია “ახალი საქართველო” და სხვა. საქინფორმი როგორც Gეწორლდ.გე-ის, ისე “საქინფორმის” დომენი “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული.
საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაექვემდებარა და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 2010 წელს ამავე სახელწოდების საინფორმაციო სააგენტო რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა. გამოცემის რედაქტორი და მფლობელი არნო ხიდირბეგიშვილია. კონტენტის თვალსაზრისით, საქინფორმიც Gეწორლდ.გე-ის ხაზს ატარებს - უწევს ტირაჟირებას ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ მოსაზრებებს.
მათ მიერ მომზადებულ მასალებში ჭარბობს ანტი დასავლური განწყობები. “საქინფორმითა” და Gეწორლდ.გე-ით ფაქტობრივად ერთი და იმავე მესიჯების ტირაჟირება ხდება12 . ამავე მესიჯებს ავრცელებს თავად რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილიც, რომელიც ხშირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორც საქინფორმისა და Gეწორლდ.გე-ის, ისე საკუთარ საიტზე წწწ.არნოხიდი.ცომ. აღნიშნული ვებგვერდები ორენოვანია - მასალები ქართულ და რუსულ ენაზე ქვეყნდება.
გულბაათ რცხილაძე და არნო ხიდირბეგიშვილი, 9 მაისი, 2015 18 „საქინფორმის“ პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით. არნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე წწწ.იარეხ.რუ, რომელიც “საქინფორმის” პარტნიორია.
მისი ბანერი „საქინფორმის“ ვებ გვერდზეა განთავსებული. ღეხ-ს კი საქინფორმის ბანერი აქვს გამოქვეყნებული. ღეხ-ის კონტენტიც ანტი-დასავლური განწყობებით გამოირჩევა. ღეხ -ის რედაქტორი მოდესტ კოლეროვია, რომელიც პარალელურად 2002 წლიდან არის საინფორმაციო სააგენტოს ღეგნუმ.რუ-ს დამფუძნებელი და რედაქტორი. კოლეროვი ცნობილია როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. კოლეროვი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა ”ფერადი რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არნო ხიდირბეგიშვილი, 2015 19 რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კოლეროვის გათავისუფლებისას “კომერსანტი” წერდა, რომ ”მან აქტიური საქმიანობა წამოიწყო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში, კერძოდ საქართველოში, დნესტრისპირეთში და ესტონეთში, თუმცა ამან ვერ შეუწყო ხელი [მათი] ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან.” საქართველოს გარდა ღეხ-ს პარტნიორი მედია საშუალებები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს. მათ შორისაა ყაზახეთში - ИА ღEX, ბელორუსიაში - ინფორმაციული ანალიტიკური პორტალი წწწ.იმპერიყა.ბყ და სამხედრო პოლიტიკური წწწ.ბელვპო.ცომ, აგრეთვე ახალი ფედერალური ინიციატივა წწწ.ნსი-პრესს.რუ, პოლიტიკური ინტერნეტ ტელევიზია წწწ.კრემლ.ტვ და ინტერნაციონალური რუსეთი (წწწ.ევრაზსოჯუზ.რუ). „საქინფორმის“ პარტნიორია „ობიექტივიც“.
მისი გადაცემების მოსმენა როგორც ტელეეთერით, ისე რადიოთია შესაძლებელი. „მედია კავშირი - ობიექტივი“ ოფიციალურად 2010 წელს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ირმა ინაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ (ის პარტია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა) „ობიექტივიც“ ოფიციალურად დატოვა. არხს რამდენიმე ათეული წამყვანი ჰყავს, რომელიც სურვილისამებრ არჩევს თემას და ფორმატს.
„ობიექტივი“ სხვდასხვა ტიპის მონიტორინგის ანგარიშში ხვდება, როგორც მოდესტ კოლეროვი სიძულვილის ენის, ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამონათქვამების გამავრცელებელი მედიასაშუალება საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“ “ივერიონი” 2012 წლის შემოდგომაზე დაფუძნდა, მანამდე “ივერიონი” არსებობდა სააგენტო “ივერონის” სახელით, რომლის დამფინანსებელიც რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა იყო. სააგენტო “ივერონს” “ივერიონის” მსგავსად ნუგზარ ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. საინფორმაციო სააგენტო “ივერიონის” დირექტორი, დამფუძნებელი და 50% წილის მფლობელი არის ნუგზარ ნაჭყებია, სააგენტოს დარჩენილ 50%-ს კი მალხაზ ონიანი. ნუგზარ ნაჭყებია ასევე არის საგამომცემლო სახლ “ინოვაციას” 90% წილის მფლობელი და 2010 წელს შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია “ივერონის” დამფუძნებელი. 2012 წლის 29 ოქტომბერს “ივერიონმა” თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ახსნილია მიზეზები, თუ რატომ შეიცვალა “ივერონმა” სახელი და რატომ შეიქმნა ახალი სააგენტო “ივერიონის” სახით. ამ წერილის მიხედვით, „ივერონი“ მინდია გულუასთან ასოცირდებოდა, რის გამოც პრობლემები ექმნებოდათ.
ამიტომ ჩამოაყალიბეს "ივერონის" ტყუპისცალი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი". ნაჭყებია ხშირად ჩნდება Gეწორლდ-ის ვებ გვერდზე და სხვდასხვა მოვლენებს ზაურ ნაჭყებია 21 აფასებს, მაგალითად, 2013 წელს გამოქვეყნებულ მასალაში „ფრთხილად, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით!“ ნაჭყებია ანტი-თურქულ ნარატივს ავითარებს და ამბობს, რომ მასობრივი ხასიათი მიეცა ადგილობრივი ახალგაზრდების სხვადასხვა „ორგანიზაციებში“ გაწევრიანებას, რომელიც თურქული კაპიტალით ფინანსდება და რომლის მიზანი სწორედ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაღვივებაა.
თუმცა არ აკონკრეტებს რომელ ორგანიზაციებზე საუბრობს, ვინ აფინანსებს, ვის ჰქონდა ამგვარი მიზანი. მანვე გამოაქვეყნა პოსტი „იმპერიული რუსეთი, თუ ლგბტ-სკენ მიმავალი დასავლეთი?!“ სადაც აღნიშნულია: „უნდა გავარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის: დასავლეთთან კეკლუცობა თუ საკუთარი ისტორიული ფასეულობებისა და იდენტობის გადარჩენა?! მე რუსეთთან (რა თქმა უნდა, სხვებთანაც) დაბალანსებული ურთიერთობების მომხრე ვარ.
მართალია, ამ მიმართებით დღევანდელმა ხელისუფლებამ არსებითი ნაბიჯები ვერ გადადგა, მაგრამ ყველაფერი ჯერ არ დამთავრებულა...“ Gეწორლდ.გე-სა (საქართველო და მსოფლიო) და „ივერიონის“ პარტნიორია ვებგვერდი ისარი.გე, სადაც დაახლოებით იგივე კონტენტი ვრცელდება, რაც ზემოთ აღნიშნულ პორტალებზე. თავად “ისარის” ვებგვერდზე ნათქვამია, რომ საიტისთვის მასალებს ამზადებენ ვალერი კვარაცხელია, ვახტანგ ხარჩილავა, ალეკო ასლანიშვილი, რუსლან რუსია, გურამ გოგიაშვილი, სპარტაკ ქობულია, ირინა ჯორბენაძე, ბელგიაში მცხოვრები პოლიტოლოგი ომარ ხახაშვილი, ჰამლეტ ჭიპაშვილი და სხვები. ვებგვერდი 2013 წელს შეიქმნა. მისი დომენი ისარი.გე რეგისტრირებულია ჰამლეტ ჭიპაშვილის სახელზე და მასზე უმთავრესად მისი ანტი-დასავლური შინაარსის მქონე სტატიები ქვეყნდება. თავად ჰამლეტ ჭიპაშვილი, როგორც პოლიტოლოგი აფასებს სხვადასხვა მოვლენას სწორედ „ევრაზიულ ინსტიტუტთან“, „საქინფორმთან“, „რეპორტიორთან“, Gეწორლდ.გე-სთან და „ივერიონთან“.
მაგ. ამონარიდი მისი სტატიიდან, თუ რატომ არ უნდა მივისწრაფოდეთ დასავლეთისკენ: „ამერიკელი არასდროს იმღერებს „სულიკოს“, ვინაიდან მას ქართველთან ერთად არ გაუვლია საუკუნეთა ქარტეხილები, არ უბრძოლია ფაშიზმის წინააღმდეგ, არ უშენებია დანგრეული სამშობლო, არ განუცდია შიმშილი, სიცივე, სიდუხჭირე. მეზობელს არაფრად ვაგდებთ და ცხრა მთასა და ზღვის იქით ვცდილობთ ახლობლის მოძებნას. არადა ახალი „ახლობელი“ თავისი აზროვნებით, რომ შორსაა ჩვენი აზროვნებიდან, გაგონება არ გვინდა 15 . ჰამლეტ ჭიპაშვილმა 2015 წლის 22 მაისის ევროკავშირის მიერ გამართული რიგის სამიტი იმავე დღეს შეაფასა, სტატია „ისარზე“ გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ხელისუფლება, რომელიც ასერიგად „ზრუნავს“ ევროკავშირთან უვიზო სისტემის შესაქმნელად, ისეთივე მტერია საკუთარი ქვეყნისა, როგორც ევროკავშირი…
ხელისუფლება, რომელიც გაქცევას უწყობს ხელს - მოღალატეა. ევროკავშირი კი, რომელმაც გამოიგონა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა და პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას პირდება - მზაკვარია, შორს მომზირალი ავაზაკი, ქვეყნის დაქცევა-განადგურების შემოქმედი, თან ისეთი, ასჯერ რომ მადლობას გადაგახდევინებს, კეთილშობილური ჟესტისთვის. ჰამლეტ ჭიპაშვილი 23 თავად ვებგვერდზე ისარი.გე გარდა Gეწორლდ.გე-ს, საქინფორმის, ევრაზიული ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების დისტრიბუციისა, ქვეყნდება რუსული პრესის დაიჯესტი. მათ შორის ისეთი პროპაგანდისტული გამოცემების, როგორიცაა - რუსსიან.რტ.ცომ, რეგნუმ.რუ, თVჩ.რუ, სვპრესსა.რუ, ინოსმი.რუ, ვზ.რუ, ირან.რუ, ფონდსკ.რუ, როსბალტ.რუ 1.2.4. ლევ გუმილევის ცენტრი „ევრაზიული ინსტიტუტის" ერთ-ერთი პარტნიორია რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრი“, რომელიც „ევრაზიული ცენტრის“ მიერ მოსკოვში 2011 წელს დაფუძნდა.
ცენტრი ეთნოკონფლიქტების გადაჭრის გზად „ევრაზიანიზმის“ იდეის პოპულარიზაციას ასახელებს. გუმილევის ცენტრის ხელმძღვანელი პაველ ზარიფუნილია, რომელიც რუსეთში საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის (რომლის ხელმძღვანელი ალექსანდრე დუგინია) სამდივნოს ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე. გუმილევის ფონდის ორგანიზებით, საქართველოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, სულ ბოლოს ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის ზარიფულინი, საქართველოში 2015 წლის კახა კუკავა და ვლადიმერ ხომერიკი, გუმილევის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ 24 მაისში ჩამოვიდნენ და „ევრაზიულ ინსტიტუტთან“ ერთად სემინარი გამართეს, სადაც „ევრაზიის კავშირში“ საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილეს. 17 ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მსგავსად, დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია არც გუმილევის ფონდს აქვს გამოქვეყნებული.
კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება
„ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორია „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“ (Научное общество кавказоведов - НОК). მისი დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება 2010 წლის ოქტომბერში, კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მიიღეს, რის შემდეგაც როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია დაარეგისტრირა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე კრილოვია, ისტორიული მეცნიერებათა დოქტორი.
მან დისერტაცია დაიცვა თემაზე „აფხაზეთის რელიგია და ტრადიციები“. მუშაობდა რუსეთის სხვდასხვა უნივერსიტეტში. 2005 წლიდან არის მკვლევარი მსოფლიოს ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა მოდერნიზაციის ინსტიტუტში. ალექსანდრ კრილოვი 25 НОК-ის განცხადებით, მათი მიზანია კავკასიისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების შესწავლა, კავკასიოლოგ მეცნიერთა მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზება, საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოცემა, ასევე, „რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა შორის ერთობის ხელშეწყობა“.
ორგანიზაციას წარმომადგენლები ჰყავს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, დაღესტანსა და ჩეჩნეთში. „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“ რუსეთის პრეზიდენტისა და რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „რუსეთის ეთნო-კულტურული მრავალფეროვნება, როგორც ფაქტორი სამოქალაქო იდენტობის ფორმირების პროცესში“. ორგანიზაცია მართავს მრგვალ მაგიდებსა და კონფერენცია-სემინარებს რუსეთისა და ევრაზიული კავშირის კონტექსტში. მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებამ“ გამართა მრგვალი მაგიდა, რომლის თემა იყო „რუსულ- აფხაზური ურთიერთობები: ინტეგრაციის ახალი მასშტაბის კონტურები“. ორგანიზაციის პარტნიორები საქართველოში არიან „ერეკლე მეორის საზოგადოება“ და „ევრაზიული კავშირი“.
ორივე მათგანის ბანერი НОК-ის ვებგვერდზე პარტნიორების განყოფილებაშია განთავსებული.
ევრაზიის ინსტიტუტთან დაკავშირებული ორგანიზაციები
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი “ევრაზიული ინსტიტუტის” ინიციატივით 2013 წლის დასაწყისში დაფუძნდა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი. ამ ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი უბილავაა. საბჭოში ასევე შედიან - ევრაზიის ინსტიტუტის წევრი ირაკლი ყიფიანი, ასევე გიორგი მდივანი, რამაზ ბეჭვაია, გიორგი ჩიკვილაძე, ვლადიმერ ცომაია. წევრები გაცხადებულად ატარებენ ანტი-დასავლურ დისკურსს. მაგალითად, საკუთარ გამოსვლებში ავითარებენ თეზას, რომლის თანახმადაც აშშ და ევროკავშირი მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნულობისა და ტრადიციების ხელყოფას. დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მომხდარი ძალადობა ერთად შეაფასეს და მას დასავლეთის პროვოკაცია უწოდეს19 . 19ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=8AცI0ყრშაNM ირაკლი უბილავა, გიორგი მდივანი, რამაზ ბეჭვაია 28 საინტერესოა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი უბილავა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ და ევროკავშირი მიზნად ისახავს ტრადიციული სოციალური ინსტიტუტების დაშლას.
“ერის, როგორ ისტორიულ-კულტურული ერთობის, დაშლა-დაჩეხვა-დანაწევრება რომ მოხდეს, აუცილებელია ისეთი ორგანიზაციების, ლიდერების დაჯილდოება და დაფინანსება, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს შეუწყობენ საკუთარი ერის, მისი კულტურული დომინანტის ნგრევას, რომელზეც ამა თუ იმ ერის კულტურა დგას.
გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი
„ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ პარალელურად ირაკლი უბილავა არის “გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მან ორგანიზაცია 2013 წელს დაარეგისტრირა. დამფუძნებლები აგრეთვე, არიან ვიქტორ ცაავა, ზვიად მირგატია, ზაურ გახარია, რომელიც პარალელურად სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ წევრია. „გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის“ საბჭოს თავმჯდომარეა ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კრემლთან დაახლოებული პირია. ცენტრი აწყობს სხვდასხვა ტიპის შეხვედრებს, სადაც მონაწილეობენ ტარიელ გაგნიძე, ვალერი კვარაცხელია, ნანა დევდარიანი და სხვები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ბს გიორგი მდივანი, მაქსიმ შევჩენკო.
კავკასიური თანამშრომლობა
ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გულბაათ რცხილაძემ, ყოფილ სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან, ერთად 2011 წელს დააფუძნა ორგანიზაცია - “კავკასიური თანამშრომლობა”.
ამავე სახელწოდების ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“ მოსკოვში უკვე არსებობდა. “საქინფორმის” ცნობით, ქართული ორგანიზაცია რუსულისგან იურიდიულად დამოუკიდებლად მოიაზრება, თუმცა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს რუსულ ორგანიზაციასთან. გულბაათ რცხილაძის თქმით, „ორგანიზაციის მიზანია, ქართულ-რუსულ სამეცნიერო, ექსპერტულ წრეებში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ოდესღაც არსებული ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობების აღდგენა.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ რამდენიმე კონფერენცია მოაწყო, მათ შორის “ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში” და „საქართველოში არსებული დემოგრაფიული პრობლემები“.
ქართულ და რუსულ ორგანიზაციას საერთო ირაკლი უბილავა, ტარიელ გაგნიძე, ნიკოლაი სილაევი 30 ვებგვერდი აქვს - „რუსეთი-საქართველო: საექსპერტო დიალოგი“ გეორგიამონიტორ.ორგ, სადაც ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზე ქვეყნდება. რუსული „კავკასიური თანამშრომლობის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი სილაევია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სუმსი (უ)-ს კავკასიის პრობლემათა და რეგიონალური უსაფრთხოებათა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ნიკოლაი სილაევმა 2012 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსცა კვლევა „საქართველო არჩევნების შემდეგ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები“, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთის შერიგებას ალტერნატივა არ გააჩნია.
ერთ-ერთ დასკვნის სახით აღინიშნა, რომ რუსეთში განათლების მიღება კვლავ უნდა გახდეს ქართველი აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი რეალური შესაძლებლობა, ვინაიდან „ქართველი ახალგაზრდები სასწავლებლად მიდიან ევროპაში და აშშ-ში და ხშირად არ გააჩნიათ რუსული ალტერნატივა“.
ამავე კვლევის თანახმად, „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მხარეებს შორის სოციალურ-ეკონომიკური კავშირების აღდგენა შეიძლება გამოიხატოს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის ადამიანების, საქონლის, კაპიტალის და მომსახურების გადაადგილების ერთიანი სივრცის შექმნაში, რუსეთის უშუალო მონაწილეობით, რომელიც უნდა გახდეს ამ სივრცის სტრუქტურული ნაწილი“.
„კავკასიური თანამშრომლობის“ ინიციატივით, 2013 წლის თებერვალში ქართული დელეგაცია ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და შოთა აფხაიძე, 9 მაისი, 2015 წელი 31 დაღესტანს ეწვია. დელეგაციაში შედიოდნენ შალვა აფხაიძე (ევრაზიული ინსტიტუტი), შალვა გვიმრაძე (სტრატეგიული კვლევების ცენტრი), გიორგი კანაშვილი (კავკასიური სახლი) და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე. სწორედ ამ შეხვედრაზე განაცხადა შალვა აფხაიძემ, რომ 2008 წელს სააკაშვილმა ოსი ხალხის გენოციდი განახორციელა.
ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ ერთერთი დამფუძნებელი ნანა დევდარიანი ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაციების, „გლობალური კვლევების ცენტრის“, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” და “სახალხო სასამართლო ფონდის” დამაარსებელი.
გლობალური კვლევების ცენტრი
2013 წელს, როდესაც ირაკლი უბილავამ “გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ცენტრი” შეიქმნა, მსგავსი სახელწოდების კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნა - “გლობალური კვლევის ცენტრი”. ეს ორგანიზაციაც Gეწორლდ.გე-ის ერთ-ერთი პარტნიორია.
დამფუძნებლები არიან იოსებ არჩვაძე, მაია ჩუბინიშვილი და ნანა დევდარიანი. ნანა დევდარიანი არის ცენტრის ხელმძღვანელიც. ორგანიზაციის მიზანია, „ხელი შეუწყოს საექსპერტო დიალოგს საქართველოში და უცხოეთში“. დაფუძნების დღიდან ორგანიზაციამ რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა და კონფერენცია/ სემინარი მოაწყო. მათ მიერ მომზადებულ კვლევებში ანტი-დასავლური განწყობები სჭარბობს და ძირითადად ეყრდნობა “ევრაზიის ინსტიტუტის” წევრთა მოსაზრებებს თუ ანალიზს.
მაგალითად, მასალაში “საქართველო - ნატო - მითები და რეალობა”, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსი უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი: “თუ საქართველოს ტერიტორიულ გასაჭირთან დაკავშირებით ჩვენდამი „მეგობრული“ ქვეყნების ნელთბილ პოზიციებს შევხედავთ, შთაბეჭდილება 22 შეგვექმნება, რომ ჩვენი წევრობა დასავლეთს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდება. ეს არის „იაფი“ ჯარისკაცები ნატოს სხვადასხვა ოპერაციისთვის, და არა მხოლოდ. მაგრამ რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრებთან ნატო არ სჭირდება. ნატო კარგი საპირწონე იქნებოდა რუსეთთან დიალოგში, რათა ჩვენი „დაავადებების“ განკურნებისთვის ხელი შეეწყო, მაგრამ კოსოვომ აჩვენა, რომ ტერიტორიული მთლიანობა – ის „წითელი ხაზი“ არ არის, რომლის გადაკვეთა დასავლეთს არ შეუძლია. ამგვარად, ნეიტრალიტეტის თემა საინტერესოა იმ პირობით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთან მოლაპარაკების გზით აღდგება .”
ბოლო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზაციამ 2014 წლის 14 ნოემბერს გამართა. საინტერესოა, რომ ორგანიზაციის ღონისძიებებში ძირითადად ის ორგანიზაციები, ექსპერტები და მკვლევარები იღებენ მონაწილეობას, ვინც საზოგადოებაში დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხებზე ნიჰილისტურ განწყობებს ავრცელებენ და ხშირად პრორუსულ განწყობებს ნერგავენ.
მაგალითად, 2014 წლის 12 მარტს “გლობალური კვლევების ცენტრის მიერ მოწყობილ შეხვედრაში განიხილეს უკრაინის მოვლენები. კონფერენციას ესწრებოდნენ - ირაკლი უბილავა, ვიქტორ ცაავა, ზვიად მირგატია, ნანა დევდარიანი, ტარიელ გაგნიძე, ვალერი კვარაცხელია (პარტია “ნეიტრალური საქართველოსთვის”), ბონდო მძინარიშვილი (მედია კავშირი “ობიექტივი”). კონფერენცია გააშუქეს და საქინფორმმა ნანა დევდარიანი, უკრაინის მოვლენების განხილვა.
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა
ააიპ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა 2010 წელს დაფუძნდა. ნანა დევდარიანთან ერთად მისი დამფუძნებლები არიან რატი მაისურაძე, გიორგი ბაღათურია, მერაბ ლომსაძე და მალხაზ გულაშვილი, გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” გამომცემელი. ორგანიზაციის წესდების თანახმად, მისი მიზანია მართლმადიდებლურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ხელშეწყობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება- განვითარება, საქართველოს სახელმწიფო წყობილების ფორმად მონარქიის განსაზღვრის იდეის პოპულარიზაცია, საპატრიარქოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ სახელი 2010 წლის 7 მაისს გახდა ცნობილი, როდესაც მისმა წევრებმა ერეკლე დეისაძის წიგნი “საიდუმლო სირობა” გააპროტესტეს, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში ამ თემაზე გამართული ტოქშოუს დროს კი ფიზიკური დაპირისპირებისას პოლიციამ მოძრაობის წევრები დააკავა, ჩხუბში მონაწილეობდა მალხაზ გულაშვილიც, რომელიც ინცინდენტის შემდეგ ცხინვალის გავლით რუსეთში გადავიდა. მალხაზ გულაშვილი მოგვიანებით "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო სამართალდამცავებმა 2011 წელს საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს და ერთი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ტელეკომპანია„დრო“
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბერში მალხაზ გულაშვილი ტელეკომპანიის მფლობელი გახდა. მან “ხარისხის არხის” სახელით მაუწყებელი კომპანიის 25% ავთანდილ სოლოღაშვილისგან საჩუქრად მიიღო. „ხარისხის არხი“ 2012 წელს დაფუძნდა და მას ტელეკომპანია “აფხაზეთის ხმის” ტექნიკური დირექტორი გია ასათიანი ხელმძღვანელობდა.
მასვე ეკუთვნის კომპანიის 26% წილი. 2014 წელს მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებში მალხაზ გულაშვილი შევიდა, კომპანიას სახელი შეუცვალეს და ტელეკომპანიას “დრო” უწოდეს. მალხაზ გულაშვილის მიმართვა, სადაც ის ახალ ტელეკომპანიასა და დაგეგმილ გადაცემებზე საუბრობს, გამოაქვეყნა Gეწორლდ.გე-მ. ამ მიმართვაში გულაშვილი აღნიშნავს - “იმ მოკლე დროში, რაც ეთერში გავედით აქტიურად, ჩვენი პარტნიორები და სხვადასხვა ახალი მალხაზ გულაშვილი, ვალერი ხაბურძანია 35 გადაცემების სპონსორები ისეთი წარმატებული კომპანიები გახდნენ, როგორებიც არიან: „ავერსი“, „ლიბერთი ბანკი“, „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, „სოკარი“, „გლობალთV“, PშP, “თეგეტამოტორს”-ი, სამშენებლო კომპანია „ტეტრისი“, კლინიკა „თალიზი“, „სალხინო“, „შემდუღებელთა სკოლა“ და სხვ” მალხაზ გულაშვილის თქმით, ტელეკომპანია „დრო“ ორიენტირებულია ქართულ მედიასივრცეში ამ დროისათვის როგორც აქტუალური, ისე ნაკლებად აქტუალური პიროვნებების პიარზე და მიზნად ისახავს ახალი სახეების წარმოჩენას, რომლებმაც საზოგადოებას თავი პრინციპული და შეუვალი პოზიციებით დაამახსოვრეს.
დღეს ტელეკომპანიის ეთერში რამდენიმე გადაცემა გადის, მათ შორის: „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომლის წამყვანიც დავით გიორგობიანია, რომელიც ID ბარათების წინააღმდეგ გამართული კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, კერძოდ, „ივერიონთან“ საუბრისას მან აღნიშნა26„ვინც ID ბარათების აღებას არ შეეწინააღმდეგება, ის ჩიპის ჩასმისას ხელში ვეღარ გაწევს დიდ წინააღმდეგობას. როცა უმრავლესობა დაიჩიპება, მაშინ მოვა ანტიქრისტე და აღარ გაუჭირდება ღმერთის როლის თამაში.“
მალხაზ გულაშვილის მეუღლე ნანა გაგუა, საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ რედაქტორი ირაკლი მანაგაძე და ალიას ყოფილი ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი უძღვებიან გადაცემას „დროული დიალოგი“.
თავად მალხაზ გულაშვილს მიჰყავს გადაცემები - „პოლიტიკის დრო“ და „ბიზნესის დრო“ „სოლიდარობის დროს“ წამყვანი კი ტატო ლასხიშვილია, რომელიც პარალელურად რუსული პროპაგანდისტული არხის “სპუტნიკის” ქართული ბიუროს ხელმძღვანელია. ტელეკომპანია „დრო“ ვრცელდება როგორც საკაბელო ქსელით, ისე თანამგზავრით. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თუ ხარისხის არხის შემოსავალი 2014 წელს მხოლოდ 6 750 ლარი იყო, მას შემდეგ, რაც არხი ეთერში გადის სახელით „დრო“, შემოსავალი 2015 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში 14 206 ლარს შეადგენს, რაც მკვეთრად აღემატება გასული წლის მთლიან შემოსავალს.
ევრაზიული არჩევანი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი“ 2013 წლის 30 მაისს დააფუძნეს რუსული ტელეარხის, “მირის” საქართველოს ფილიალის რედაქტორმა ბორის მანჟუკოვმა, ასევე არჩილ ჭყოიძემ და მაია ხინჩაგაშვილმა. სამივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
წესდების მიხედვით, ორგანიზაციის მიზნებია კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სოციალური პროექტების განხორციელება ევრაზიულ სივრცეში, ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება, საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობების (შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კონფერენციები, აქციები და ა.შ.) ორგანიზება და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. “ევრაზიული არჩევანი” აცხადებს, რომ ის “ხელს შეუწყობს ერის სულიერი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ქართველი ხალხის ისტორიის და სხვა ეროვნული ტრადიციების განვითარებას და პოპულარიზაციას”. ორგანიზაციას ერთ-ერთ მიზნად, ასევე, დასახული „მირის“ ქართული ბიუროს ხელმძღვანელები ბორის მანჟუკოვი და ბადრი ნაჭყებია, 2012 38 აქვს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობა, სამუზეუმო-საგანმანათლებლო ჟურნალ- გაზეთების გამოცემა, უცხოური სამეცნიერო-პრაქტიკულ-საგანმანათლებლო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა, მეზობელ ქვეყნებთან სხვადასხვა სახის ურთიერთობების გაღრმავება.
“ევრაზიული არჩევანის” წესდებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ეწევა დამხმარე სახის კომერციულ საქმიანობას, რომელიც ემსახურება მის მიზნებს და არ ცვლის მის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს.
“ევრაზიული არჩევანი” დაფინანსების წყაროდ ასახელებს გრანტებს, შემოწირულობებს, საწევრო შენატანებს, საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებულ სახსრებს და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციას არსად არ აქვს მითითებული დაფინანსების წყაროები. ორგანიზაციის დამფუძნებელი არჩილ ჭყოიძე აქტიურად ჩნდება მედიაში როგორც საქართველოში პრო-რუსული საგარეო პოლიტიკის აქტიური მომხრე.
არჩილ ჭყოიძე არ მალავს თავის საქმიან და პირად კავშირებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ისეთ იდეოლოგებთან, როგორიცაა ალექსანდრ დუგინი. არჩილ ჭყოიძე, ალექსანდრე დუგინი 39 არჩილ ჭყოიძის ჯილდოები გენადი ზიუგანოვისა და ვლადიმირ ჟირინოვსკისგან “ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე დუგინის სტატუსს გამოეხმაურა და თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა: “ძვირფასო ალექსანდრ გელიევის ძევ, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. თქვენი ძვირფასი შრომისა და ლექციების შედეგად მე გავიგე თუ რას ნიშნავს “ევრაზიული კავშირი” და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემი თანამოქალაქეებიც გაიგებენ. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩვენთვის, მითუმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც დაგვიტოვა ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას”.
2014 წლის აგვისტოში არჩილ ჭყოიძემ ინტერნეტ გამოცემა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის მოსკოვში იმყოფებდა რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან, ვლადიმერ ჟირინოვსკისთან და გენადი ზიუგანოვთან მოლაპარაკებებზე და თქვა, რომ “რუსეთისთვის ოკუპანტის ძახილი ღალატია”.
არჩილ ჭყოიძეს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული აქვს გენადი ზიუგანოვისა და ვლადიმირ ჟირინოვსკისგან მიღებული ჯილდოების ფოტოები. არჩილ ჭყოიძესა “დუგინის ფონდის” დამფუძნებელს ალექსანდრ დუგინს შორის არსებულ ურთიერთობებზე მეტყველებს 2014 წლის მარტში არჩილ ჭყოიძე “ფეისბუქზე” არსებული მიმოწერაც, სადაც დუგინმა ჭყოიძე შეაქო ნატოს საწინააღმდეგო კამპანიისთვის: “საქართველოს ევრაზიული გმირი - არჩილ ჭყოიძე ატლანტისტებთან ბრძოლაში, ყოჩაღ არჩილ! ევრაზია უპირველეს ყოვლისა!”.
2014 წლის აპრილში, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლითაც “გაირკვევა, რუსეთი ურჩევნია ხალხს, თუ ევროპა”. “მე მქონდა შეხვედრები МГУ–ში ისეთ პოლიტოლოგებთან, რომლებიც ძალიან დაახლოებული არიან კრემლთან, ერთ–ერთი ასეთი არის ალექსანდრე დუგინი. მათი პოზიციებიც აბსოლუტურად შეცვლილია საქართველოსთან მიმართებაში.
თუ 3–4 წლის წინ ისინი აბსოლუტურად არ განიხილავდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების უკან გაწვევას, დღეს ისინი უკვე კულუარულ საუბრებში ამბობენ, რომ საქართველო თუ შეცვლის თავის გეზს და რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას განაახლებს, აუცილებლად მხარს დაუჭერს რუსეთი საქართველოს ამ კონფლიქტების მოგვარებაში”, - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ. 28 “ევრაზიული კავშირის” ლიდერს აქტიურად ციტირებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები, ისინი მომხმარებელს რეგულარულად სთავაზობენ არჩილს ჭყოიძის მოსაზრებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგალითად, რუსულმა სააგენტომ რეგნუმ.რუ 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა29 მოკლე ახალი ამბავი სათაურით: “არჩილ ჭყოიძემ ვლადიმერ პუტინის სიტყვებში კარგი ნიშანი დაინახა”.
“საზღვარგარეთ არსებულ რუსულ ბაზებზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ ორი ბაზა აქვს - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. მას საერთოდ არ უხსენებია აფხაზეთი და სამაჩაბლო როგორც ცალკე სახელმწიფოები.
ეს მიანიშნებს პუტინის კარგ ტონს საქართველოსთან მიმართებით. ამ სახელმწიფოების არ ხსენებით, რუსეთის პრეზიდენტმა თითქოს მისცა შანსი საქართველოს, გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით”, - სააგენტო რეგნუმ.რუ-ს ცნობით განაცხადა არჩილ ჭყოიძემ. კიდევ ერთ რუსულ გამოცემა ღუსსიაPოსტ-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი ჭყოიძემ განაცხადა30 , რომ საქართველო დასავლეთს აქვს ოკუპირებული.
ააიპ "ევრაზიული არჩევანის" წევრთა ორგანიზაციები
ერეკლე მეორის საზოგადოება “ევრაზიული არჩევანის” დაფუძნებამდე არჩილ ჭყოიძემ 2008 წლის 31 დეკემბერს რამაზ კიპაროიძესთან, სოლომონ ხოდელთან და მანანა ტურაშვილთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია “ერეკლე მეორის საზოგადოება”. 2008 წლიდან დღემდე, არჩილ ჭყოიძე “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარეა. წესდების მიხედვით, “ერეკლე მეორის საზოგადოების” მიზანია ხელი შეუწყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში. ორგანიზაციის მიზნებს შორისაა თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სხვადასხვა სახის საქველმოქმედო საქმიანობა, ასევე, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობა.
წესდებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს “ერეკლე მეორის საზოგადოების“ იდეების პროპაგანდა სხვადასხვა სახის ბეჭდვითა და მასმედიის სხვა საშუალებებით”.
“ერეკლე მეორის საზოგადოება” სხვა ანტიდასავლური ორგანიზაციების მსგავსად, თანამოაზრეების მობილიზებას ე.წ. რელიგიური, კონკრეტულად კი მართლმადიდებლური იდეების გარშემო ცდილობს. სწორედ “ერეკლე მეორის საზოგადოება” იყო 2015 წლის 17 მაისს, თბილისში, ევროკავშირის საელჩოსთან გამართული ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ორგანიზაცია აქციის ანონსში წერს: “დავიცვათ ჩვენი რელიგია, სიწმინდეები, პატივი ვცეთ ჩვენი წინაპრების სისხლს, რომელიც უსჯულოებასთან ბრძოლაში დაიღვარა. მარტო ფეისბუკში და სუფრაზე ნუ ვიქნებით ლომები, ერთად შევძახოთ ევროპელებს “არა გეი ევროპას”, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და მართლმადიდებლურ საქართველოს!” “ერეკლე მეორის საზოგადოება” ანტიდასავლური განწყობების პროპაგანდისთვის იყენებს სასულიერო პირების ციტატებსაც.
მაგალითად, ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე “ფეისბუქში” გამოქვეყნებულია ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღოლის, მამა გიორგი რაზმაძის ციტატა: “ვეკითხები ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს: ღმერთის უფრო გეშინიათ თუ ევროკავშირის? ვაჟკაცობა თუ გეყოფათ, გამეცით პასუხი!” საქართველოს პრორუსული საგარეო პოლიტიკის წარმოების ერთ-ერთ საფუძვლად არჩილ ჭყოიძესა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს რუსეთისა და საქართველოს ერთმორწმუნეობა მიაჩნიათ.
არჩილ ჭყოიძე ინტერვიუებსა და სხვა საჯარო გამოსვლებში ამ ფაქტს ხშირად უსვამს ხაზს. მაგალითად, პორტალ ამბები.გე-ზე 2014 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებულია ინტერვიუ31 არჩილ ჭყოიძესთან შემდეგი სათაურით: “ჩემს გენეტიკურ მოძმე რუს მართლმადიდებელ ხალხს იარაღს ვერ ვესვრი”. “ერეკლე მეორის საზოგადოება” ასევე მართავს პერმამენტულ აქციებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობის წინ რუსეთთან უფრო მეტად დაახლოების მოთხოვნით. მაგალითად, ორგანიზაციამ 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართა აქცია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით.
აღნიშნული ურთიერთობა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეწყდა. “ერეკლე მეორის საზოგადოება” „ფეისბუქში“ თავისი ოფიციალური გვერდის საშუალებით ასევე აქტიურად ავრცელებს ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებსაც. “პროფილი დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა არის მტრული, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს” - ლევან ვასაძის ეს განცხადება ორგანიზაციამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 2015 წლის 26 თებერვალს გამოაქვეყნა.
სასულიერო პირების გარდა, ორგანიზაცია ანტი-დასავლური მოსაზრების გასავრცელებლად იყენებს რუსული ესტრადის ვარსკვლავების, ასევე, პოლიტიკოსების, მათ შორის ზოგიერთი ქართველი პარლამენტარის განცხადებას. “ერეკლე მეორის საზოგადოებამ” 2015 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის ანტი-დასავლური ციტატა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი ამბობს: “ნატოსთან დაახლოებით საქართველოს უამრავი პრობლემა შეექმნება. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ალიანსთან ურთიერთობით მოგებული დარჩა. მოდით, გავიხსენოთ, რა უქნა იუგოსლავიას თქვენმა ნატომ - შუაგულ ევროპაში ქვეყანა შუაზე გახლიჩა, აღარაფერს ვამბობ ერაყსა და სირიაზე. საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ნატოში გაწევრიანება არ სურს, ჩაატარეთ რეფერენდუმი და ნახავთ”. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან ერთად, “ერეკლე მეორის საზოგადოების” ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა სწორედ ქვეყნის საგარეო კურსის გადაწყვეტის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებაა.
ახალი მემარცხენეები - სახალხო-პატრიოტული მოძრაობა “ევრაზიული არჩევნის” დამფუძნებელი არჩილ ჭყოიძე ასევე არის 2010 წელს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი მემარცხენეები - სახალხო-პატრიოტული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. არჩილ ჭყოიძის გარდა, აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ნუგზარ ავალიანი, აკაკი ალანია, გივი გურეშიძე და მზიური ჯანელიძე. ორგანიზაცია საზოგადოებრივად აქტიური თითქმის არ არის. მისი დამფუძნებლებიდან ბოლო წლებში პოლიტოლოგი გივი გურეშიძე რამდენჯერმე გამოჩნდა საჯაროდ ანტიდასავლური ლოზუნგებით.
მან 2013 წლის 26 ივნისს, საქართველოში ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის კომიტეტის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ქუთაისში, პარლამენტის წინ გამართა ერთი კაცის აქცია მოთხოვნით “არა ნატოს!”. ტრისტან წითელაშვილი, არჩილ ჭყოიძე და პეტრე მამრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში" გაერთიანების პერსპექტივაზე მსჯელობენ. 2013წ. წყარო: netgazeti.ge.
გივი გურეშიძემ მორიგი ერთ კაციანი აქცია ქუთაისში, პარლამენტის წინ 2015 წლის მარტში, პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე გამართა და პრეზიდენტისგან ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა მოითხოვა.
“ახალი მემარცხენეების” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ავალიანი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. თავისი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი მიზანი რუსეთთან დაახლოება, საბჭოური ტიპის სახალხო კრების შექმნა, ასევე, სახელმწიფო მართვის საბჭოური ძირითადი სტრუქტურების აღდგენა იყო.
"ევრაზიული არჩევნის" პროექტები
პატრიოტი tv “ევრაზიული არჩევანმა” და “ერეკლე მეორის” საზოგადოებამ 2015 წლის დასაწყისში ახალი ინტერნეტ ტელევიზია “პატრიოტი tv” ჩამოაყალიბეს, რომელსაც იყენებენ პრორუსული განწყობების გასავრცელებლად.
“მინდა მივმართო ყველას, ვისაც მოსწონს პატრიოტ-tv, დაგვიდექით გვერდით, რომ თქვენი დახმარებით შევძლოთ ნამდვილი ქართული ტრადიციების მქონე და გივი გურეშიძის ერთკაციანი აქცია ნატოს წინააღმდეგ 46 ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობებისთვის სასარგებლო ტელევიზიის ჩამოყალიბება.
რომელიც ემსახურება ქართულ, ზნეობრივ იდეებს და არა ანტი-ქრისტიანულ, სოდომურ პროპაგანდას, რომლითაც, სამწუხაროდ, სავსეა ჩვენი დღევანდელი მედიასივრცე” - ამ შინაარსის შეტყობინება “ერეკლე მეორის საზოგადოებამ” ფეისბუქში, თავის ოფიციალურ გვერდზე 2015 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. პატრიოტი tv-ს ეთერში არჩილ ჭყოიძეს მიყავს საავტორო გადაცემა “მედლის ორი მხარე”. ინტერნეტ ტელევიზიის ეთერში არაერთხელ გაჟღერებულა ანტი-ევროპული, ასევე ჰომოფობიური და პრორუსული მოსაზრებები. მაგალითად, 2015 წლის აპრილში, ერთ-ერთ გადაცემაში32 არჩილ ჭყოიძეს სტუმრად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ჰყავდა, რომელთანაც ერთად საუბრობდა თემაზე “ევრაზია თუ ევროპა?”.
არჩილ ჭყოიძე გადაცემის მიმდინარეობისას ცდილობდა დაემტკიცებინა, თუ როგორ დაანგრია ევროკავშირში შესვლამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა: “მე საუბარი მქონდა პოლონეთის საელჩოში ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც საუბარში პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა ევროკავშირში შესვლის შემდეგ ძალიან სერიოზულად შეირყა, ჩვენ დაგვიწესეს კვოტა რძის წარმოებაზე და ფერმერები გაკოტრდნენ. გაკოტრდნენ იმის გამო, რომ მათ არა აქვთ საშუალება აწარმოონ იგივე რაოდენობის რძე, რასაც აწარმოებდნენ მანამდე. თავიანთი ქვეყნის ეკონომიკას ავითარებენ ჩვენნაირი ქვეყნების - პოლონეთისა და ბულგარეთის ხარჯზე და ისინი უკვე ხედავენ, რომ ევროკავშირისგან ვერანაირი დიდი ხეირი მათ ვერ ნახეს”.
გადაცემის სტუმარი ვალერი ხაბურძანია კი შექმნილ სიტუაციაში მაყურებელს ერთადერთ არჩევანს სთავაზობს: “ევრაზიულ სივრცეში ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანები ვართ, მაგრამ იქაც ვაგვიანებთ ნელ-ნელა”.
პატრიოტი tv-ს გადაცემები, ჯერჯერობით, მხოლოდ ვიდეო პორტალ იუთუბისა და მაივიდეო-ს საშუალებით ვრცელდება, თუმცა, მაყურებელს პირდებიან, რომ მალე საკუთარი ვებგვერდი ექნებათ.
რუსული ენის კურსები საქართველოს მოქალაქეებისთვის
ფონდი “Русский Мир” რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეიქმნა33 და მის მიზანს რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული ენის შესწავლის წახალისება წარმოადგენს როგორც რუსეთის ფედერაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის დამფუძნებლები რუსეთის ფედერაციის სახელით რუსეთის საგარეო საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები არიან, დაფინანსების ძირითადი წყარო კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტია. კურსის გახსნასთან დაკავშირებით არჩილ ჭყოიძემ ინტერვიუ მისცა34 რუსულ ტელეარხ Мир-ს, სადაც ის ამბობს, რომ “ერეკლე მეორის საზოგადოებამ” რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსი საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2009 წელს შესთავაზა. “ყველას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ის დრო, როცა საქართველოში მასობრივად იხურებოდა რუსული სკოლები, რუსულენოვანი ფაკულტეტები და რადიოსადგურები, როცა რესტორნებში რუსულად სიმღერას და კინოთეატრებში რუსულად დუბლირებულ ფილმებს კრძალავდნენ.
ერთი სიტყვით, წინა წლის სექტემბრიდან “ერეკლე მეორის საზოგადოებამ” თბილისში საქართველოს მოქალაქეებისთვის ფონდ “Русский Мир-ის” (რუსული სამყარო) ინიციატივითა და ორგანიზებით რუსული ენის შემსწავლელი კურსები გახსნა.
ხელისუფლებამ გამოაცხადა ტერორი ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ, მათ შორის პირველ რიგში დაზარალდა “მტრის” ენა”, - განუცხადა არჩილ ჭყოიძემ Мир-ს. არჩილ ჭყოიძის თქმით, 2014 წლის შემოდგომის მდგომარეობით, რუსულის შემსწავლელი კურსები “РусскийМир-მა” მესამედ დააფინანსა, აღნიშნულ ნაკადზე კი ფონდმა 120-მდე მსმენელი მიიღო, სურვილი კი 600-ზე მეტმა გამოხატა.
როგორც “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე ამბობს, მსმენელები უფასო კურსებზე არამხოლოდ რუსულ ენას, არამედ რუსულ ლიტერატურას და რუსეთის სახელმწიფოს ისტორიას სწავლობენ. არჩილ ჭყოიძემ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ “საქართველოს ეკონომიკა რუსული ბიზნესის წყალობით იწყებს გამოცოცხლებას” და ყოველწლიურად რუსეთი საქართველოში 1 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირების გამყარება დასაქმების ბაზარზე რუსულ ენაზე მოთხოვნას გაზრდის.
რუსული ენის შემსწავლელი კურსების მონაწილეებს სერთიფიკატები 2015 წლის 15 მაისს „რია ნოვოსტის“ (სპუტნიკის) თბილისი ოფისში გადაეცათ.
ევრაზიული არჩევნის პარტნიორები
რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდი „ერეკლე მეორის საზოგადოების“ პარტნიორია „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდი“ 35 , რომელიც საკუთარ საიტზე აქვეყნებს სხვადასხვა ინფორმაციას საქართველოდან და რუსეთიდან რაც უმთავრესად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება.
ფონდის ხელმძღვანელი რუსეთში მცხოვრები ვლადიმერ ხომერიკია. მან საქართველოში ბოლოს პრესკონფერენცია 2013 წელს გამართა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ყველაფერი ქართველი ხალხის ბრალია ოკუპაციამდე მიიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთი არის ოკუპირებული საქართველოს მიერ რადგან ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში.
რუსულ - ქართული საზოგადოებრივი ფონდი და გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკის აქტიური გამტარებელი პოსტ საბჭოთა სივრცეში არის „ალექსანდრე გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი“, რომელიც 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა . ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართვაში, რომელიც ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება ე.წ. „რბილი ძალის“ მნიშვნელობა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ადგილობრივი (რუსული) არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო აქტიურობა. სწორედ ამგვარ საქმიანობაში მხარდაჭერისთვის შეიქმნა ფონდი. მისი სამეურვეო საბჭოს წევრია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, აგრეთვე რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ აქციონერი ვაგიტ ალეგპეროვი, რომელიც ფორბსის 2015 წლის მონაცემებით რუს მილიარდელებს შორის მეექვსე ადგილზეა. ფონდს ხელმძღვანელობს რუსი პოლიტიკოსი ლეონიდ დრაჩევსკი, რომელიც ღAO UEშ-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო 2004-2008 წელს.
ამჟამად არის რუსეთის მსხვილი საინვესტიციო კომპანია ONEXIM ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ დრაჩევსკი 51 გორჩაკოვის ფონდს ორი პარტნიორი ცენტრი ჰყავს - უკრაინაში საინფორმაციო ცენტრი კიევში და საქართველოში რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 2013 წელს ისტორიკოსმა ზაზა (ზაალ) აბაშიძემ დააფუძნა და თვითონვე ხელმძღვანელობდა.
გამგეობის წევრები აგრეთვე არიან გორჩაკოვის ფონდის წარმომადგენლები ნატალია ბურლინოვა, მარია ლიამცევა და საქართველოს მოქალაქეები ანა ბოხუა და ნატალია წერეთელი. ეს უკანასკნელი ჩვენ მიერ ზემოთ განხილული „საქინფორმის“ კორესპონდენტია. ფაქტობრივად, რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის დამფუძნებლები „გორჩაკოვის ფონდისა“ და „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები არიან. ზაზა აბაშიძე, ნატა წერეთელი პარალელურად ამ ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი“ სამეწარმეო რეესტრში არის რეგისტრირებული, მისი აქტივობები ინტერნეტში არ იძებნება და გაურკვეველია რას საქმიანობს ეს ინსტიტუტი.
ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოს“ პარტიის წევრი იყო. 52 სწორედ წინასაარჩევნოდ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისი „კოალიცია თავისუფალი საქართველო“ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ეს შეეხება მხოლოდ ახლო პერსპექტივას. ევროპულ სამყაროში ინტეგრირების პროცესი არ უნდა შეფერხდეს, - თქვა მან და იქვე აღნიშნა - „ჩვენ არ უნდა გამოვტოვოთ ის სახელმწიფო რომლის ბაზრის ათვისებაზეც ვსაუბრობთ. რატომ გამოვდივართ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, ჩვენ არ ვლაპარაკობთ რუსეთთან ჩახუტებაზე...
ჩვენი მიზანია ეს რუსული ტანკები გავიყვანოთ ამ ტერიტორიიდან და საქართველოს არ ჰქონდეს მონის განცდა არც ერთი სახელმწიფოს მიმართ“ 37 მან განაცხადა, რომ სწორედ რუსეთთან ურთიერთობა აიძულებს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას. რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელად 2015 წლის 7 აპრილს ზაზა (ზაალ) აბაშიძის ნაცვლად დაინიშნა ბეჟან ხურციძე, ნატალია ბურლინოვა კი მარია ბოროდაჩიოვამ ჩაანაცვლა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ეს ცვლილება სამეწარმეო რეესტრს ჯერ არ დაუფიქსირებია. შესაბამისად, ზაზა აბაშიძე დღეის მდგომარეობით ოფიციალურად კვლავ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელად შეიძლება მივიჩნიოთ. ბეჟან ხურციძე საქართველოს პარლამენტში ვანის მაჟორიტარი დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა 2012 წლის თებერვალში ის პარტიიდან გარიცხეს, რის მიზეზადაც პარტიისგან განსხვავებული კურსი დასახელდა.
ბეჟან ხურციძეც, ზაზა აბაშიძესა და ნატალია წერეთელთან ერთად „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ დამფუძნებელია. ზაზა აბაშიძე 53 ზაზა აბაშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლოს ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით მოექცა, როდესაც ის ინსტიტუტის დირექტორად ბუბა კუდავას ნაცვლად დაინიშნა. 38 „ქართულ რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის თებერვალში ორგანიზაციამ სრულყოფილი ფუნქციონირება დაიწყო და მათ ბაზაზე ყოველ კვირას გაიმართება საზოგადოებრივი შეხვედრები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის, პოლიტიკის, მედიის, კულტურის და ხელოვნების საკითხებში ქართველი, რუსი და სხვა უცხოელი ექსპერტები.
ცენტრმა მალევე გამოაქვეყნა განცხადება და ახალგაზრდა ექსპერტები საქართველოდან მიიწვია მონაწილეობის მისაღებად პროექტში "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის აკადემია", რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაიმართება მოსკოვში.
ორგანიზაცია “ერეკლე მეორის საზოგადოების” მსგავსად „ქართულ რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“ ახორციელებს რუსული ენის შემსწავლელ კურსების პროექტსაც, რომლის მონაწილეები მიმდინარე წლის 9 მაისს გორში, სტალინის მუზეუმში ექსკურსიაზე წაიყვანეს. გარდა „ქართულ რუსული საზოგადოებრივ ცენტრთან“ თანამშრომლობისა, “გორჩაკოვის ფონდის” ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მაგალითად, თბილისში 2014 წლის 3 მარტს გამართულ შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, მისი მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ასევე, ზაზა აბაშიძე, ბეჟან ხურციძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე, ივლიანე ხაინდრავა, საქართველოს რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, სოსო ცისკარიშვილი, თენგიზ ფხალაძე, რევაზ გაჩეჩილაძე.
2014 წლის სექტემბერში ფონდის მხარდაჭერით 14 ქართველი ჟურნალისტისთვის მოსკოვში პრესტური გაიმართა, სადაც ისინი შეხვდნენ ღუსსია თოდაყ-ს ხელმძღვანელ რუსეთის პროპაგანდის მთავარ იდეოლოგს დიმიტრი კისილიოვს, რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელს მიხეილ ხუბუტიას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ქართველი ჟურნალისტები ევგენი პრიმაკოვთან 55 გრიგორი კარასინს, რუსეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ევგენი პრიმაკოვსა და რუსეთის პატრიარქს კირილს40 . შეხვედრების ასეთი დონე ადასტურებს “გორჩაკოვის ფონდის” სერიოზულ დამოკიდებულებას აღნიშნული პროექტისადმი.
ჟურნალისტებს შორის იყვნენ 1. ტატო ცეცხლაძე - აჭარის ტელევიზია, 2. სანდრო ჯუპალაკიანი - ტელეკომპანია იმედი.3. იანა ისრაელიანი - პიკისა და „კამსამოლსკაია პრავდას“ ყოფილი ჟურნალისტი, 4. ეკა ქარსაულიძე - Gეორგია თოდაყ. გიორგი გობრონიძე - პირველი რადიო 6. ქრისტინა მარაბიანი - ჟურნალისტი ახალქალაქიდან, 7.თათია ჯანიბეგაშვილი -ტელეკომპანია მირი, 8.ნაზი ჟორჟოლიანი - ნიუსჯორჯია 9. სოფია თეთრაძე - თV3 10. ირინე არდაშელია - სააგენტო აქცენტი. 11. ნატა წერეთელი - პროექტის კოორდინატორი (საქინფორმი) 12.გია სურმანიძე- ტვ 25-ის დირექტორი 13.ბადრი ნანიტაშვილი - თრიალეთის დირექტორი. შეხვედრებში მონაწილეობდა კახა კუკავაც. გორჩაკოვის ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“, რომელმაც არაერთი კონფერენცია და შეხვედრა გამართა რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის გორჩაკოვის ფონდთან თანამშრომლობით. შეხვედრები პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „კავკასიური სახლი “დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
დიმიტრი კისილიოვი ქართველი ჟურნალისტებთან 56 6. სპუტნიკი „სპუტნიკი“ რუსული პროპაგანდის მთავარი მულტიმედიური პროექტია, რომლის განხორციელება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფართოება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. "სპუტნიკი" რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია, რომელსაც დიმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს. „სპუტნიკის“ ქართულ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ შპუტნიკ-ი ასახავს მრავალპოლარულ მსოფლიოს, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა, ისტორია, ტრადიციები. მათივე განცხადებით, ორგანიზაციის ყოველი რედაქცია მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებში მართავს საკუთარ საიტს და მაუწყებლობს ადგილობრივი რადიოსადგურების სტუდიიდან. „სპუტნიკის“ რადიომაუწყებლობის ჯამური საათების რაოდენობა მსოფლიოს 30 სხვადასხვა ენაზე 34 ქვეყნის 130 ქალაქში უკვე 2015 წელს გადააჭარბებს დღე-ღამეში 800 საათს.
სააგენტოს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური პრეს-ცენტრები, ის ქმნის კონტენტს საიტებისთვის, ეწევა რადიომაუწყებლობას ადგილობრივი აუდიტორიისთვის. „სპუტნიკი“ მაუწყებლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, არაბულ, აფხაზურ, გერმანულ, დარის, ესპანურ, ესტონურ, თურქულ, იაპონურ, ინგლისურ, ლატვიურ, მოლდოვურ, პოლონურ, პორტუგალიურ, პუშტუს, რუსულ, სერბულ, სომხურ, ტაჯიკურ, უზბეკურ, უკრაინულ, ფინურ, ფრანგულ, ქურთულ, ყაზახურ, ყირგიზულ, ყირიმელი თათრების, ჩინურ, ჰინდის ენებზე. როგორც სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიომაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში გადაწყვიტა.
მისი პროგრამები მართლაც გავიდა FM 101.4 სიხშირეზე, რომელიც რადიო „მონტეკარლოს“ (იგივე რ რადიო) ეკუთვნოდა. ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) რადიო „მონტეკარლოს“ დოკუმენტების გასაჯაროვება და 57 განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. 41ამის შემდეგ საკითხით კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაინტერესდა საქმის წარმოება დაიწყო. როგორც განხილვისას გაირკვა „სპუტნიკის“ ქართულ კონტენტს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჯორჯია“ ამზადებდა, თუმცა როგორც ეს სააგენტო, ისე რადიო „მონტე კარლო“ სპუტნიკთან რაიმე კავშირს უარყოფდა. „ნიუსჯორჯიას“ ხელმძღვანელი ელენე იმედაშვილი ამბობდა, რომ ის მომზადებულ გადაცემებს უგზავნიდა „რასია სევოდნიას“ და მასვე გადასცემდა გამოყენების უფლებით, სად ათავსებდა „რასია სევოდნია“ გაგზავნილ მასალებს მათვის ცნობილი არ იყო.
თავის მხრივ, „მონტე კარლოს“ წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეთერი „ნიუსჯორჯიას“ მიჰყიდეს და არ იცოდნენ, რომ იქ სინამდვილეში „სპუტნიკის“ კონტენტი განთავსდებოდა. საბოლოოდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორივე ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. „სპუტნიკის“ რადიო გადაცემები ეთერში აღარ გასულა. თუმცა, რადიო- პროგრამები, რომელიც ანტი-დასავლური გზავნილებით გამოირჩეოდა, „ნიუსჯორჯიას“ ვებგვერდზე (Nეწსგეორგია.გე) გადაინაცვლა.
უკვე 2015 წლის 23 იანვარს „ნიუსჯორჯიას“ თანამშრომელმა ანტონ (ტატო) ლასხიშვილმა დაარეგისტრირა შპს „სპუტნიკ- ჯორჯია“, ოფიციალურად მისი მფლობელი სწორედ ტატო ლასხიშვილია. ამავე დროს ტატო ლასხიშვილი წლებია გაზეთის, „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. თავის მხრივ, „სვაბოდნაია გრუზია“ არის „ობიექტივისა“ და Gეორგიან თიმეს-ის პარტნიორი.
არნო ხიდირბეგიშვილი, ტატო ლასხიშვილი 58 „სპუტნიკმა“ ახალი ვებ გვერდი 2015 წლის მაისში გაუშვა და ქართულენოვანი კონტენტიც „ნიუსჯორჯიადან“ ამ პორტალზე გადმოიტანა. „სპუტნიკის“ ქართულენოვან ვებგვერდზე (სპუტნიკ-გეორგია.ცომ) სტატიებთან ერთად გადაიცემა რადიო მაუწყებლობაც. თავად „ნიუსჯორჯია“, როგორც საინფორმაციო სააგენტო აღარ არსებობს. „სპუტნიკის“ ოფისში სადა განთავსებულია ყოფილი რია ნოვოსტის, ამჟამად "Россия сегодня" პრესცენტრიც პრესკონფერენციები უკვე გამართა ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ“ პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პრეზიდენტი რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნოდარ ცოტნიაშვილმა, ”ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს” დირექტორმა თენგიზ ჩხიკვაძემ; ”საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტმა ალი ბაბაევმა, ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ.
პრესკონფერენცია ასევე გამართეს ორგანიზაციებმა „უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის“, აგრეთვე პუშკინის საზოგადოება ”არიონის” ხელმძღვანელმა მიხაილ აიდინოვმა.
”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალური კონგრესმა”, ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო ”დრო და სივრცემ”. სპუტნიკის ოფისში პრესკონფერენცია გამართა აგრეთვე პოლიტიკოსმა კახა კუკავამაც თემაზე „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის გახსნის 59 პერსპექტივები”. საინტერესოა, რომ სწორედ კახა კუკავა მონაწილეობდა მოსკოვში "გორჩაკოვის ფონდის" მიერ მოწყობილ პრესტურში, ხოლო მისი ყოფილი თანაპარტიელი ზაზა აბაშიძე (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი) "გორჩაკოვის ფონდთან" ერთად არის "რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის" თანადამფუძნებელი.
დასკვნა
კველვის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ღია პრორუსული პლატფორმით გამოირჩევა ორი ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ევრაზიული ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.
ამავე დროს აღნიშნულ ორგანიზაციებს უკავშირდება რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელთა უმრავლესობაც 2013 წლის შემდეგ დაფუძნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ღიად ანტიდასავლური რიტორიკის მქონე ორგანიზაციების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია, მათი დამფუძნებლები ძირითადად ერთი და იგივე პირები არიან.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ აქტიურობა ძირითადად კონფერენცია - სემინარების ორგანიზაციებით შემოიფარგლება მაშინ, როდესაც „ევრაზიული არჩევანი“ უფრო მეტად აქცენტს აკეთებს საპროტესტო აქციებზე. მათ აქტივობებს აშუქებენ მათივე პარტნიორი მედიასაშუალებები Gეწორლდ.გე და საქინფორმი.გე „ევრაზიულ ინსტიტუტთან“ თანამშრომლობენ რუსული ორგანიზაციები - ლევ გუმილევის ცენტრი, „კავკასიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება“ (Научное общество кавказоведов - НОК), “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”. ამ უკანასკნელის პარტნიორია „ ევრაზიული არჩევანიც“, რომელიც თანამშრომლობს კიდევ ერთ რუსულ ორგანიზაციასთან “Русский Мир-ის” (რუსული სამყარო). საქართველოში აქტიურად მუშაობს „გორჩაკოვის ფონდიც“, რომლის პარტნიორობით დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“. მას ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც შემდგომში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში თანდათან ძლიერდება რუსული მულტიმედია პროექტი „სპუტნიკი“, რომელიც რუსული პროპაგანდის მთავარი ლოკომოტივია მსოფლიოში. მას შემდეგ რაც მათ რადიოს ეთერში გაშვების უფლება არ მისცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, "სპუტნიკმა“ საკუთარი აქტივობა ინტერნეტ სივრცეში გადაიტანა, სადაც ტექსტურ მასალებთან ერთად ათავსებენ როგორც ვიდეო ისე ფოტო პროდუქტსაც, ასევე ინტერნეტ-რადიო გადაცემებს.
აღნიშნული ორგანიზაციების მცირედ ნაწილს გასაჯაროვებული აქვს რუსული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უმეტესობა მათგანის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ღია არ არის. საინტერესოა, რომ 5 ივნისს, საინფორმაციო სააგენტო "ექსპრესნიუსმა" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია რომლის თანახმადაც ფონდმა „რუსულმა სამყარომ“ და შპს „როსტელეკომმა“, რომლის მფლობელობაშია კომპანია „სპუტნიკი“, ქართული ონლაინ და ელექტრონული მედიის გასაძლიერებლად 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე 5 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (ორივე რუსული ორგანიზაციიდან არაპირდაპირი დაფინანსება მიიღო მედიასაშუალებებმა გეოწორლდ.გე და „საქინფორმა“). 42 ამავე დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფონდი "რუსული სამყარო" საქართველოში "ერეკლე მეორის საზოგადოების" ერთ-ერთი პარტნიორიც არის.
საბოლოო ჯამში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2013 წლის შემდგომ რუსული "რბილი ძალა" საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა და ამისთვის ძირითადად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ეყრდნობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორგანიზაციების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, საინტერესოა, რომ მათ ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები აფუძნებენ და ხელმძღვანელობენ.
კომენტარი