უნიკალური სიგარეტები, რომელიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ
ტაივანელმა დიზაინერმა შექმნა სიგარეტი, რომელიც მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ. აღნიშნულ ინფორმაციას დეილიმეილი ავრცელებს.
პროექტი სახელწოდებით ტაბაკი მოიცავს რამდენიმე ტიპის სიგარეტს.
პირველი ტიპის სიგარეტებს სხვადასხვა ზომის ფილტრი აქვს, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს ნელ-ნელა დაანებოს მოწევას თავი.
მეორე ტიპის სიგარეტს კი 2 ფილტრი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვინმეს უნდა გაუნაწილოთ.
მესამე ტიპის სიგარეტი კი დანომრილია და თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაითვალოთ ღერების რაოდენობა, მათი სიმრავლის შემთხვევაში თქვენ მწეველობას იმაზე მეტად განიცდით ვიდრე ჩვეულებრივ.
პროექტს ტაბაკის ავტორი იმედოვნებს, რომ მისი გამოგონება მწეველებს ჯერ მოწეული სიგარეტის ღერების რაოდენობის შემცრირებაში, შემდეგ კი მოწევისთვის თავის დანებებაში დაეხმარება.
(თვალსაჩინოებისთვის იხილეთ სტატიაზე მიბმული ფოტოები)
კომენტარი