რატომ უჩივის ნანუკა ჟორჟოლიანი გაზეთ ალიას სასამართლოში?
გაზეთ ალიაში გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით ''ახლა რასაც გეტყვით კოდუაზე, აქამდე არსად დაწერილა!'' ნანუკა ჟორჟოლიანი მკაცრი ტონით ეხმაურება.
„მაგალითად მე მითხრეს, რომ შენ ბავშვი გააჩინე და გაყიდე. მე ამაზე გავაკეთე სიუჟეტი და გავუშვი ეთერში, ჟურნალისტიკაში მოსულა რომ ერთი კითხვაც არ დაგისვა? გაყიდე თუ არა ბავშვი?“ - საჯაროდ სწერს ნანუკა გაზეთ ალიის ჟურნალისტს ფეისბუქზე. პოსტის კომენტარებიდან კი ვიგებთ, რომ ნანუკა გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს ამზადებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ეს ის შემთხვევაა როდესაც სარჩელს მიიღებს გაზეთი სასამართლოში! ამოვიდა ყელში ალიას ზღაპრები! რით ვეღარ მორჩა ეს გაზეთი ამ მარაზმებს! ზღაპრების წერას და მერე გვერდების ყიდვას!ავტორი მე არ კი არა ადვოკატს გასცემს პასუხს. ნარკოტიკების რეალიზაციისთვის გასამართლებულმა გადაწყვიტა ზღაპრების წერა! ალიამაც გადაუმოწმებლად დაწერა! კარგი იქნებოდა მოეკითხათ რამდენი ვიდეო მასალა დევს სასამართლოში ამ საქმეზე! ასე ხო არ შეიძლება არა?! ყველას ვისაც ბოდვა მოუნდება უაპელაციოდ მივცეთ ამის საშუალება!
ნანუკა ჟორჟოლიანის გაბრაზების მიზეზი, მისი ქმრის ირაკლი კოდუას შესახებ მომზადებული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://alia.ge/com/news/view/2599
კომენტარი