მიხეილ სააკაშვილი: წარსულში დაბრუნებაზე უნგრეთის პრემიერის სიბრძნე არ გაიზიარეს
საქართველოს პრეზიდენტმა საქარტველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქვეყანაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი სიბრძნე საქართველოში არ გაიზიარეს:
ბუქარესტში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერს, მხარდაჭერისა და იმისათვის, რომ პრემიერის პარტია მისი ხელისუფლების შთაგონების წყარო გახდა პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში:
"საქართველოში ყოფნის დროს ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა ერთხელ დაუშვა შეცდომა წარსულში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მოუწოდა, იგივე შეცდომა არ გაემეორებინა ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, მისი სიბრძნე არ იქნა გაზიარებული.
ჩვენც გვინდოდა ოდნავ განსხვავებული შედეგის მიღება, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც დემოკრატიას აშენებს, უნდა იცოდეს, რომ ერთ დღეს შეიძლება იყოს წარმატებული, მაგრამ მეორე დღეს წარუმატებელი, თუმცა, მესამე დღეს წარმატებას უნდა ელოდოს. ეს დაგვემართა ჩვენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობისა და ერის მომავალი შენდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და არა ძალადობით, რაც მისი მთავრობის წარმატების მტკიცებულებაა.
კომენტარი