სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვამზადებთ სარჩელს, რათა "ცენტრისტებმა" ვერ გააგრძელონ ანტიკონსტიტუციური ქმედებები - სოფო კილაძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სოფო კილაძის შეფასებით, "ცენტრისტების" კლიპი ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და ანტიკონსტიტუციურია. მისი თქმით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" პარტია "ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. "ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაცია შეუჩეროს, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას",- აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა. სოფო კილაძის განმარტებით, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რომ მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები, თავიდან იყოს აცილებული. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის "ცენტრისტების" სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას - 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ ის უკვე შეაჩერა.
(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100