სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიხუანასა და ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზების დღე აშშ-ში

აშშ-ს შტატ ვაშინგტონში მარიხუანასა და ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზება ერთ დღეს მოხდა. ორივე კანონპროექტს შტატის მოსახელობა ჯერ კიდევ ნოემბერში დაეთანხმა. საკანონმდებლო ორგანომ კი აღნიშნული კანონები გუშინ 5 დეკემბერს დაამტკიცა.

ახალი წესების თანახმად ვაშინგტონის მაცხოვრებლებს მარიხუანას პირადი მიზნებისთვის გამოყენება აღარ აეკრძალებათ, მაგრამ მისი მოწევა ნებადართული იქნება მხოლოდ სახლში და არა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანას მოხმარება ეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის ვაშინგტონელებს და კანონდარღვევად ჩაითვლება ასევე 28,3 გრამ მარიხუანაზე მეტის შენახვაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100