
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში?
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 763-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 138 914-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 343 963 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 327 618, გარდაიცვალა 4 773 პაციენტი.
კომენტარი