ოქრუაშვილს ბრალი "ჯეოსელის" საქმეზეც მოეხსნა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს "ჯეოსელის" საქმეზე ბრალი მოუხსნა.
სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ბრალის მოხსნის შუამდგომლობა ოქრუაშვილის მიმართ არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით პროკურატურამ დააყენა.
აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
დღევანდელი სასამართლოს პროცესის შემდეგ მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალის მოხსნის შემდეგ ოქრუაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება იმ მიზეზით ვერ ხდება, რომ მასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სხვა სისხლის სამართლის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს
კომენტარი