
ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და გაავრცელა
მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, ANONYMOUS-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდიდან მონაცემთა ბაზა წარმატებით მოიპოვა, ჩამოტვირთა და გაავრცელა საკუთარი Twitter-ის გვერდზე.
მონაცემების გადმოწერე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა.
„Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ“, – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი