
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 893 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.
კომენტარი