
სროლა ვაკეში - სამი ახალგაზრდა მძიმედაა დაჭრილი
სროლა იყო ცოტა ხნის წინ ვაკეში, აბაშიძის 30 ნომერთან. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ადგილზე მყოფ 3 ახალგაზრდას მისამართით ცეცხლი გახსნეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა მძიმედაა დაჭრილი. ადგილზე მობილიზებულია სასწფარო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
კომენტარი