
"ტვ პირველის" თანამშრომლების ტესტის პასუხები ცნობილია
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ტვ პირველის" თანამშრომლების ტესტის პასუხები ცნობილია.
ტელეკომპანიაში ტესტირება სულ 217 თანამშრომელს ჩაუტარდა.
"ვაშაა!!!!!! ტვ,,პირველის,,მიერ თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტესტების პასუხი ასეთია-დღეს 217 კაცს გაუკეთდა ტესტი და 217-ვე პასუხი უარყოფითია. . მალე დაგვიბრუნდი ვიკუსი და შეუტიე ახალ ეთერს," - წერს ინგა გრიგოლია Facebook-ზე.
კომენტარი