
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 189-ით გაიზარდა - სულ დაღუპულია 1016 ადამიანი
იტალიაში კვლავ ცუდი ვითარებაა - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 189-ით გაიზარდა. სულ დაღუპულია და 1016 ადამიანი.
რეკორდულია ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვიც. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 15 113-ს მიაღწია.
გლობალური პანდემიის გამოცხადების შემდეგ რომში ეკლესიები დაკეტეს, რაც იტალიის დედაქალაქის ისტორიაში პირველად მოხდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.
კომენტარი