
საბრძოლო ხელოვნების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში საბრძოლო ხელოვნების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰენანის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარი