
ზაჰესში დაკარგული პატარა ალექსანდრე ტყეში იპოვნეს
ზაჰესში დაკარგული 3 წლის ალექსანდრე უკვე იპოვნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო პოლიციაც, რამაც ბავშვის პოვნა უფრო გააადვილა.
როგორც ინტერნეტ მომხმარებლები წერენ, მცირეწლოვანს დასახლების უკან მდებარე ტყეში ადგილობრივებმა მიაგნეს. ბავშვის პოვნას შსს-ც ადასტურებს.
3 წლის ალექსანდრე დღეს დილით ზაჰესში მას შემდეგ დაიკარგა, რაც მშობლებთან ერთად ეზოში, კორპუსის მიმდებარედ სეირნობდა. ბავშვი მოულოდნელად გაიქცა და მისი პოვნა ვერ შეძლეს.
კომენტარი