
რატომ არის საშიში, ბავშვის ბებია-ბაბუისთვის მიბარება?
Evolutionary Psychology ფინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს და გვამცნობს, რომ ბებია-ბაბუის მიერ გაზრდილ ბავშვებს ჭარბი წონის პრობლემები ექმნებათ.
მშობლებისთვის ძალზედ კომფორტულია შვილის ბებია-ბაბუისთვის მიბარება, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ დაფიქრდით. სტატისტიკაზე დაყრდნობით, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის გასუქების შანსები 22%-ით იზრდება. ამის მიზეზად მეცნიერებმა ორი ფაქტი დაასახელეს. პირველი - ბებია და ბაბუა შვილიშვილს ტკბილეულით აებივრებენ და მეორე - ასაკის გამო მათ არ აქვთ საჭირო ენერგია, იმისათვის, რომ ბავშვთან აქტიური თამაშები ითამაშონ, რაც პატარას ენერგიის დახარჯვაში ხელს უშლის.
კომენტარი