
საქართველოში პირველი iPhone 8 ირანის მოქალაქემ 5555 ლარად შეიძინა
პირველი iPhone 8 “აიპლიუსის” მაღაზიაში 5555 ლარად ირანის მოქალაქემ შეიძინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელმა წინასწარ გადაიხადა აღნიშული თანხა. საქართველოში პირველი iPhone 8-ს კი, მას 24 სექტემბერს გადასცემენ.
“მომხმარებელი ყიდვისას ამბობდა, რომ ის იქნება როგორც საქართველოში ასევე, ირანში პირველი, ვისაც iPhone 8 ექნება”, - აცხადებენ iPhone+ში.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, 24 სექტემბრიდან iPhone 8-ის ფასი 2539 ლარი ეღირება, ხოლო iPhone X-ის გაყიდვები 3 ნოემრიდან დაიწყება. საქართველოში პირველი iPhone X-ის ღირებულება 9999 ლარი იქნება.
კომენტარი