
გადაადგილების შეზღუდვა ორი დღით უქმდება
საქართველოში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, არჩევნების გამო ორი დღით უქმდება. შესაბამისი ცვლილება მთავრობის მიერ მიღებული 685-ე დადგენილებით არის გათვალისწინებული.
დოკუმენტის თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.
ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში გადაადგილება შეზღუდულია.
კომენტარი