
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 8 პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 4-ის კი დამაკმაყოფიკებელი, - ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
კლინიკაში ამ დროისთვის 3 საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევბის კონტაქტები არიან. ბოლო 2 შემთხვევიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი, სამტრედიის ცხელების ცენტრიდან შემოიყვანეს. ის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 8 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ გამოკვლეული არ არის. ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და კონტაქტებს იკვლევენ.
კომენტარი