
ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა , - ამ ინფორმაციას, ოქრუაშვილის ადვოკატი, ზვიად კორძაძე ავრცელებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო და გამოძიება ამ საქმეზე შეწყდა.
ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნას კიდევ სამ საქმეზე ითხოვს.
როგორც ზვიად კორძაძემ 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საქმეებია - ქრთამის აღებასთან დაკავშირებული საქმე, "ჯეოსელის" ეპიზოდი და სამსახურებრივი გულგრილობის საქმე.
კომენტარი