
თემქაზე, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რომლითაც 6 ადამიანი მგზავრობდა
ბილისში, თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსში ლიფტი ჩავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის დროს ლიფტში 6 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
„მსუბუქი დაზიანება მიიღო მხოლოდ ერთმა ქალმა“ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ამ დროისთვის ლიფტიდან ყველა ადამიანი ამოყვანილია.
კომენტარი