სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რაღაც უბედურება დატრიალდება და იქნებ მოგვაშოროთ როგორმე" - დაპირისპირება მცხეთის 27-ე ოლქში მეოთხე უბანზე

მცხეთის 27-ე ოლქში მეოთხე უბანზე დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მცხეთის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი უბანზე შემოვლაზე იმყოფებოდა, მას "ქართული ოცნების" აქტივისტი ოთარ კაპანაძე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

"ქართული ოცნების წარმომადგენელია და შეურაცხყოფას აყენებდა ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია და შემდეგ შემოვიდა და მას დაუწყო ჩხუბი. ასეთი ადამიანი დღის ბოლომდე თუ იქნება აქ, რაღაც უბედურება დატრიალდება და იქნებ მოგვაშოროთ როგორმე" - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100