SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ქართული ბრენდი-
SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე
SOLO-ს
მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული
ფორმატით გაიმართა.
„კოლექციაზე მუშაობის
პროცესში შევეცადეთ ხელახლა გამოგვეყენებინა
ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST -ის ყველაზე პოპულარული სილუეტები
და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ.
ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST -ის საფირმო ფორმებისა
და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ
მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST -ის
კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.
SITUATIONIST-ი,
პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება
შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური
კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში,
აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც
მათ ხელწერას წარმოადგენს.
ახალი კოლექციის
წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს
მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის
მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
კოლექციის ნახვა
მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G
ინფორმაციისთვის, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე
პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის
ახალი კოლექცია წარმოადგინა.
SITUATIONIST-ის დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით
გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.
კომენტარი