სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაციური ფოტოებიდან: ქალი, რომელიც ქუჩაში გამვლელებმა ამშობიარეს

Google Street View - სახელწოდება თვითონვე ამბობს, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქალაქების პანორამული ფოტოებია ტრანსლირებული. როგორც ბრიტანული გაზეთი The Daily Telegraph ერთი წლის წინ იტყობინებოდა, ფოტომ ბერლინის გარეუბან ვილმერსდორფიდან სრული შოკი გამოიწვია. მასზე ასახულია ქალი, რომელმაც პირდაპირ ტროტუარზე იმშობიარა. მის წინ მოხლებზე მდგარ მამაკაცს ხელში ახალშობილი უჭირავს, ხოლო იქვე ცანს ქალი, რომელიც მშობიარეს თავს უჭერს. უკანა პლანზეა ნაჩქარევად გაჩერებული მანქანა, ღია კარით.

როგორც გაირკვა, ფაქტი ჰუბერტუსალეეს ქუჩაზე მოხდა, მაგრამ ბევრმა ფოტოს ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა, ძირითადად, ერთადერთი მიზეზით: როგორც გერმანელი ბლოგერი წერდა, იმ ადგილას საავადმყოფოა და, თუნდაც ერთი წუთით დავუშვათ, რომ ქალმა მართლაც იმშობიარა, ბლოგერის აზრით, შემთხვევის ადგილზე ექიმები უნდა მისულიყვნენ.

სიტუაციას დრამატული ელფერი შესძინა იმანაც, რომ ფოტოზე გამოსახულ „ტრიოს“ პლუს ახალშობილის ვინაობის დადგენა ვერ შეძლეს. თუმცა, დავამატებთ, რომ ამას ხელი არ შეუშლია ფოტოსთვის, კარგა ხნის მანძილზე მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ყოფილიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100