ნახეთ რას წერს დემნა გვასალიას ბოიფრენდი საქმროს წარმატებაზე
"მე ვარ ყველაზე ამაყი მომავალი ქმრის გამო", - წერს დემნა გვასალიას მოდელი ბოიფრენდი ლოიკ გომეზი, რომელზეც ქართველი დიზაინერი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მოდის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოიპოვა. დემნა "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორია, ასევე ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად მუშაობს საკუთარ ბრენდზე Vetements.
რაც შეეხება მის წარსულს, 2009-2012 წლებში დემნა Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2012-2014 წლებში კი LOUIS VUITTON-ში.
კომენტარი