სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საცოდაობა მოვისმინე, ზოგიერთი კიცხავს, აგინებს..კი არ უნდა ვაგინოთ, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ" - პაატა ბურჭულაძე ბერაზე

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ბერა და ბიძინა ივანიშვილებთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ ყოველთვის იცოდა, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მის გამო მოვიდა პოლიტიკაში 2016 წელს.

როცა მე პოლიტიკური პარტია ჩამოვაყალიბე, ხალხმა, პაატა, რა რად გინდოდა, ნუ აკეთებ.. აი, რად მინდოდა, ეს ყველაფერი ვიცოდი. ვიცნობდი ამ ადამიანს და ვიცოდი, რომ აქამდე მივიდოდა ეს საქმე.. ჩვენ უკვე ვართ ჭაობში, აღარ გვინდა ჭაობში ყოფნა, - ამბობს ბურჭულაძე.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ბერაზე ასეთი წარმოდგენა არ ჰქონია - "საცოდაობა მოვისმინე, ეს ადამიანი შემეცოდა. ზოგიერთი კიცხავს, აგინებს..კი არ უნდა ვაგინოთ, გამოჯანმრთელება უნდა ვუსურვოთ".

6 მარტს, "ტვ პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100