
ხევში გადაჩეხილი ტრაილერის უიშვიათესი კადრები „ევრონიუსზე“
„ევრონიუსის“ რუსული სამსახურის ვებ-გვერდზე, უკომენტარო ვიდეოების განყოფილებაში, ნორვეგიაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა გამოქვეყნდა: დიდთოვლობისა და გზის მოყინვის გამო დაბალი სიჩქარით გადაადგილების მიუხედავად, ერთ-ერთი ტრაილერი გზიდან მოცურდა, დამცავი ჯებირი გაარღვია და ხევში გადაიჩეხა. კადრში ნანახის მიხედვით ძნელია წარმოდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ ეროვნებით ლიტველი მძღოლი ამ შემთხვევას მხოლოდ რამდენიმე მოტეხილობით გადაურჩა.
კომენტარი