
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსის გამარჯვებულია.
250-ქულიანი ტურნირის ფინალში 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ადგილობრივი იან შტრუფი ორ სეტში: 6-4, 7-5 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ბასილაშვილი მიუნხენის მასტერსზე 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო დაამარცხა, 1/8-ფინალში ასპარეზობას კოლუმბიელი გალან რივეროსი გამოთიშა, შემდეგ სლოვაკი ნორბერტ გომბოსი, ხოლო ფინალში გასვლა ნორვეგიელი კასპერ რუდის დამარცხების შედეგად მოახერხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ხუთივე შეხვედრა დამაჯერებლად, ორ სეტში მოიგო.
კომენტარი