სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს სერ გრემ უოტსონს შეხვდა

შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პარტიათა შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის. გრემ უოტსონმა საუბრისას აღნიშნა, რომ იზიარებს პრეზიდენტის შეხედულებას არსებული რეალობის შესახებ და პარტიათა შორის თანამშრომლობა უფრო უნდა გაძლიერდეს.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100