სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რუსი ჯარისკაცები მასწავლებლებისგან მოითხოვენ, სწავლება რუსულ ენაზე დაიწყონ" - მელიტოპოლის მერი

მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქის სკოლებში მიდიან და მასწავლებლებისაგან მოითხოვენ, სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე გაგრძელდეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ. ცნობილია, რომ რუსი ჯარისკაცები სკოლებში შედიან და მოითხოვენ მასწავლებლებისგან, 1 აპრილიდან რუსულ ენაზე დაიწყონ სწავლება რაღაც გაუგებარი პროგრამით. მე ყოველთვის ვხედავდი ერთიანობას მელიტოპოლის პედაგოგებს შორის, ისევე, როგორც მთლიანად განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ბავშვების განათლებისკენ და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა კვლავ გაგრძელდება", - თქვა ფიოდოროვმა.

მანვე აღნიშნა, რომ აგრესორები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ:

"რუსეთის ფედერაცია კვლავ საფრთხეში აგდებს მელიტოპოლის მოსახლეობას. როგორც იცით, ჩვენი ქალაქის მახლობლად მდებარეობს სამხედრო ბაზა და ასევე აეროპორტი, რომელსაც ლეგენდარული, ისტორიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ იქ მოფრინდნენ პირველი რაკეტები, რათა გაენადგურებინათ ეს აეროპორტი. ამჯერად რუსები იქ აკეთებენ საკუთარ ბაზას, საიდანაც რაკეტებს უშვებენ უკრაინის სხვა ქალაქებისკენ და ეს არის სახიფათო ადგილი, რადგან განადგურებული იქნება ყველა სარაკეტო დანადგარი, რომელიც უკრაინული ქალაქების მიმართულებით ისვრის. ამრიგად, რუსეთის ფედერაცია მოსახლეობას საფრთხის ქვეშ აყენებს და ფარად იყენებს საომარ პერიოდში", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100