სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე სან სებასტიანის კინოფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას

16-24 სექტემბერს ესპანეთი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენას - სან სებასტიანის A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს.კინოფესტივალზე მონაწილეობას ქართული ფილმი "სხვისი სახლი" მიიღებს. რუსუდან გლურჯიძის ფილმის არასაკონკურსო ჩვენება 18 და 20 სექტემბერს გაიმართება.
"სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ.ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში" მიიღო.
ფილმი ასევე არის კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული პროგრამაში East of the West.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100