სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პლედი - ქართული ოცნების ახალი წინასაარჩევნო ტრენდი

პლედებში გახვეული საჯარო მოხელეები - ხალხს ივანიშვილის პარტიის გვერდით დგომა ეუხერხულება, ამიტომ კამერის გამოჩენისთანავე სახეებს იმ ნივთებით იფარავენ, რაც ხელში მოყვებათ.

მარტივი კითხვა "სად მიდიხართ?" დღეს ყველაზე დამაბნეველი და არასასიამოვნო აღმოჩნდა. ნაწილმა არ იცოდა სად მიდიოდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ფორმით მათ პროტესტს გამოხატავდნენ, ნაწილს კი ტელეფონით კარნახობდნენ რა უნდა ეთქვათ ჟურნალისტებისთვის.

საქართველოს ყველა რეგიონში დღეს ერთი და იგივე სურათი იყო. ფული, ბენზინის ტალონები, გოჭები, ქათმები, ღვინო, უფასო ტრანსპორტირება - ამ ყველაფრის შემდეგ აქციაზე ხალხი მივიდა, მაგრამ გამოიჩენის და ხმამაღლა ოლიგარქის გვერდში დგომის აღიარება არ სურდათ. უმეტესობას ერჩივნა პარტიული დავალება ჩუმად შეესრულებინა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100