უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომს უკვე 200-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა
უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედების შედეგად უკვე 202 ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 563-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, - წერს გენერალური პროკურატურა Telegram-ზე. განცხადების თანახმად, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან აქტიურად მუშაობენ საომარი მოქმედებების რაიონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რაოდენობის დასადგენად. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმებისას, დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 მთლიანად განადგურდა.
კომენტარი