სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილის კომენტარი აგრარულის დახურვასთან დაკავშირებით

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება გამთენიისას 9-საათიანი განხილვის შემდეგ მიიღეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით droni.ge განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და ვიცე-პრემიერს გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.

ბატონო გიორგი რა მიზეზით მიიღო საბჭომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება?

მიზეზი არის საავტორიზაციო დარღვევები, ამიტომაც საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ავტორიზაცია შეჩერებულიყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც დამამთავრებელი სტუდენტები კურს დახურვენ.

რა ბედი ეწევათ აგრარული უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს?

სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე შესაძლოა ის ხარვეზები აღმოიფხვრას, რის გამოც ავტორიზაცია შეუჩერდა უნივერსიტეტს და შესაძლებელია ავტორიზაცია დაიბრუნოს კიდევაც, თუმცა ყველა შემთხვევაში სტუდენტები უნივერსიტეტის გარეშე არ დარჩებიან და აბსოლუტურად ყველა გადანაწილდება სხვადასვა უნივერსიტეტებში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თუ გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი და რას ფიქრობს პრემიერი?

ამ საკითთან დაკავშირებით პრემიერს დაუკავშრდით, მე პასუხს ვაგებ იმაზე, რაც მე ვაკეთე, ამიტომაც ეს თემა პრემიერთან გაიარეთ.

„ალიამ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სადაც აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი უნივერსიტეტში ყოფილი მინისტრების დასაქმებაზე საუბრობს და ამბობს, რომ კახა ბენდუქიძე ნაციონალებს ასაქმებს თავის უნივერსიტეტში, ხომ არ იყო ეს ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი?

მე ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული, და არამგონია ეს საკითხი რაიმე კავშირში იყოს საბჭოს გადაწყვეტილებასთან. არ არსებობს კანონი რომელიც რომელიმე პარტიის ან ყოფილი თანამდებობის პირს რაიმე საქმიანობას უკრძალავდეს. ასეთი კანონი საქართველოში არ მოქმედებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100