სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი 338-ე და194-ე მუხლებით წარედგინა

ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წარედგინა.

როგორც მისმა ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, ბრალდებაში დამატებით კიდევ ერთი მუხლი გაჩნდა და საბოლოო ჯამში მას ბრალი ორი მუხლით წარედგინა.

კერძოდ, ხაჟალიას თქმით, ხეთაგურს წარედგინა ბრალი 338-ე მუხლით, რაც ქრთამის აღებას ითვალისწინებს და ასევე 194-ე მუხლი, ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.

ადვოკატის განცხადებით, მას მტკიცებულებები უკვე გადაეცა და სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმათება.

მისივე თქმით, ალექსანდრე ხეთაგური თავს დამნაშავედ არ ცნობს. "ამ სქემის არსებობას, რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა და ალექსანდრე ხეთაგურს მოწმის სახით დაკითხვისას ამაზე პასუხი გაცემული აქვს. თუმცა, ეს ის არ არის, რასაც გამოძიება ამბობს. ეს იყო შეთანხმებული საკითხები და ჩვეულებრივად ბიზნეს გარიგება ორ იურიდიულ კერძო სამართლის სუბიექტს შორის. ალექსანდრე ხეთაგურს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც ქრთამის აღებაში და არც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში",-აცხაბდეს დავით ხაჟალია.

მისივე თქმით, ქრთამის აღება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია კი, სავარაუდოდ, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ალექსანდრე ხეთაგური ფინანსთა სამინისტროს საგანმოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი დღის წინ დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100