სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღლუმი რა სახელია, მე ვიცი ერთი ჯარის აღლუმი, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება - ღარიბაშვილი

"ჯერ ერთი აღლუმი რა სახელია, მე ვიცი ერთი აღლუმი, ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ზოგადად ღონისძიებები, რომელიც, შესაძლოა, ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის არსებობს ნებისმიერი სხვა ლოკაცია, რომელიც პოლიციამ შესთავაზა LGBT თემს. მე შევახსენებ საზოგადოებას, მანამდე, სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ისინი იკრიბებეოდნენ და აღნიშნავდნენ კვირეულს, არავითარი აგრესია არ ყოფილა, პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია.

მაგრამ, როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშისტული თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ, ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში".

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100