სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია

რუსულ აგრესიას უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეტაკებები კიევთან ახლოს მოხდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ქართველებს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილები არიან დავით რატიანი და გია ბერუაშვილი, ისინი ლეგიონის წევრები იყვნენ და დავით ქაცარავასთან ერთად იბრძოდნენ. უწყება უკრაინის გენშტაბიდან დადასტურებას ელოდება, რის შემდეგაც საქართველოში გადმოსვენების პროცესი დაიწყება. გარდაცვლილის ოჯახებთან ამ დრომდე არ დაურეკავს საქართველოს საკონსულოს. ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება გარდაცვლილების გადმოსვენება საქართველოში. „გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშანტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმსატყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპა.... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა და გამარჯვება მალე!“, - წერს სოფია ხაჭაპურიძე. ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს, 18 მარტს, Facebook გვერდზე სამგლოვიარო პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომში ორი ქართველი დაიღუპა. როგორც ოქრუაშვილი წერს, დაღუპულები უკრაინის სხვა ტერიტორიაზე იბრძოდნენ და მასთან ერთად არ იყვნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100