სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტის წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ორონავირუსით ინფიცირებული ხუთივე ახალი პაციენტის წყარო ცნობილია.

მისივე განმარტებით, ისინი საკარანტინე სივრცეებიდან გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ჯამში, კოვიდცენტრებში 258 ინფიცირებული მკურნალობს, რაც დადასტურებული შემთხვევების 39%-ია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდგინდა, 11 კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100