სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა შენგელია უიტნი ჰიუსტონთან შეხვედრის ისტორიას, მომღერლის გარდაცვალებიდან 4 წლის თავზე იხსენებს

ზაზა შენგელია უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ 4 წელიწადზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დღეს 4 წელი გავიდა უიტნი ჰიუსტონის ტრაგიკული და უეცარი გარდაცვალებიდან....ეს სურათი მოსკოვში მისი კონცერტის შემდეგაა გადაღებული, 2004 წლის 8 თებერვალს....შეხვედრის დროს მე მას ვაჩუქე წიგნი და ფოტოალბომი საქართველოზე, ''ქართული ხმების'' CD ალბომი და შვეიცარიული ოქროსგან დამზადებული, ქართული ტიხრული მინანქარით გაწყობილი ულამაზესი ყელსაბამი (ფოტოზე ხელში უჭირავს), მასზე ამოტვიფრული წარწერით Whitney Houston, რომელიც ჩემი თხოვნით, უნიჭიერესმა დიზაინერმა, ჩემმა მეგობარმა თეა გურგენიძემ, სპეციალურად უიტნისთვის დაამზადა.
უიტნიმ წინასწარ იცოდე იმ სტუმრების სია, ვისაც კონცერტის მერე უნდა შეხვედროდა...ამ სიაში იყვნენ ცნობილი დიზაინერი სლავა ზაიცევი, მომღერალი დიმა მალიკოვი, ტელეწამყვანი ლეონიდ პარფიონოვი, ''фабрика звезд''-ის მონაწილეები (მათ შორის იყო თეონა კონტრიძეც) და ბევრი სხვა... ჩვენ კონცერტის დამთავრების შემდეგ მივედით კულისებში და ზემოჩამოთვლილი ადამიანების შემდეგ, სულ ბოლოში მოკრძალებულად დავიკავეთ ჩვენი რიგი...უცებ მისი დაცვის უფროსი გამოვიდა ვესტიბიულიდან...ის სულაც არ გამოიყურებოდა როგორც კევინ კოსტნერი smile ემოცია ის იყო დაბალი ტანის, სქელი, წვრებიანი აფროამერიკელი, ოქროს კბილით (როგორც შემდგომში გაირკვა, მისი მაშინდელი მეუღლის, ბობი ბრაუნის ნათესავი). ის საღეჭ რეზინას კი არ ღეჭავდა, არამედ ცოხნიდა...ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს 10 ფირფიტა საღეჭი რეზინი ერთად ედო პირში.Where are Georgians ? იკითხა მან...ჩვენ თავიდან ვერ გავიგეთ რას ამბობდა - მის პირში მოთავსებული საღეჭი რეზინის რაოდენობა აშკარად ურღვევდა არტიკულაციას.მხოლოდ მესამე ჯერზე რომ დაიძახა, მაშინ მივხვდით, რომ ჩვენ გვიხმობდა...ამაყად ჩავუარეთ რუსებს, რომლების გრძელ რიგში იდგნენ...უიტნიმ ურიგოდ მიგვიღო და ამის მიზეზი იყო სრულიად მარტივი და ბანალური, მას აინტერესბდა, ვერ ითმენდა და ინტერესი კლავდა ენახა ის ძვირფასი ოქროს ყელსაბამი, რომელიც სპეციალურად მისთვის დაამზადეს (კონცერტის რუსმა ორგანიზატორმა
ნადია სოლოვიოვამ, წინა დღით უთხრა, რომ ჩვენ უნიკალური ყელსაბამი უნდა გვეჩუქებინა მისთვის)....რომ შევედით, მთელი ვესტიბიული, სადაც უიტნი სტუმრებს ღებულობდა სავსე იყო აფროამერიკელებით, ეს იყვნენ მისი ნათესავები, თანმხლები პირები, მეგობრები, მეზობლები, ქმრის ნათესავები (საერთოდ აფროამერიკელი ვარსკვლავები ასეთი შემადგენლობით დადიან ხოლმე საკონცერტო ტურებზე). ყველა მათგანმა იცოდა, რომ ვიღაც ქართველებს სპეციალურად დამზადებული ოქროს ყელსაბამი და ელოდებოდნენ ამ მომენტს....რომ დაგვინახა, სახე გაუბრწყინდა, ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა - ვიცი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი პატარა ქვეყანაა, სადაც ძალიან მაგრად მღერიან....მე ვუთხარი, რომ სწორედ ამიტომ ვჩუქნიდი მას ''ქართული ხმების'' დისკს...შემდეგ საქართველოზე წიგნი გადავუშალე, ულამაზესი ფოტოსურათებით ( ქვედა სურათზე ხელში მიჭირავს სწორედ ის წიგნი ) და მას ფოტოების დათვალიერებისას აღმოხდა: I Wanna Visit Georgia One Day....და ბოლოს გავუხსენი ულამაზესი ხის ყუთი, რომელშიაც იდო ეს ულამაზესი ყელსაბამი...მან ხელი გადაუსვა და წაიკითხა პატარა ბროშურა, რომელიც მე თან დავურთე ამ ყელსაბამს....ამ ბრუშურაზე დღეს არ დავწერ....ამ დღეებში მის გადიდებულ ფოტოს დავდებ აქ, ფეისბუქზე და თავად წაიკითხეთ, რა ტექსტი ეწერა მასშ...ბროშურის წაკითხვის შემდეგ მას თვალები ცრემლებით აევსო თვალები, შემდეგ ცრემლები მოიწმინდა და თქვა Wow, It's Soooo Beautifull.....Thanks You So Much, Zaza.....I Love It ....მაკოცა და მომეხვია...ამის მერე ჟურნალ ''სობესედნიკის'' ფოტორეპორტიორმა დაიწყო ჩვენი სურათების გადაღება და უცებ აღმოჩნდა, რომ ფირი გაუთავდა....მოგვიბოდიშა და დაიწყო ფირის გამოცვლა...მე მქონდა რამოდენიმე წამი ერთი ერთზე უიტნისთან, მივუბრუნდი და ვუთხარი: Whitney we Love you, we need you.....please, never give up, take care of youself (ის მაშინ სერიოზულად მოიხმარდა ნარკოტიკებს და რატომღაც რისი გაკეთებაც მომინდა ძალიან იმ მომენტში - მისი გამხნევება იყო)....''სობესედნიკის''ფოტორეპორტიორმა ფირი უცებ გამოცვლა და ჩემი და უიტნის შეხვედრის სწორედ ეს ბოლო სურათი გადაიღო....ფოტოსურათზე ზუსტად ის მომენტია ასახული, როცა მე მას ვუთხარი ფრაზა never give up....უიტნიმ პასუხის ნიშნად მარჯვენა ხელზე, რომელიც მის წელზე უკნიდან მქონდა შემოხვეული, თავისი მარცხენა ხელით სამჯერ მომიჭირა ( სურათზე კარგად ჩანს) და მიპასუხა Be Sure Zaza...I Will..........შემდეგ სლავა ზაიცევის ნაჩუქარი რუსული ''პლატოკი'' მოიხსნა ( სურათზე მხარზე უდევს ), შემომიბრუნდა და მაგრად ჩამეხუტა....ამის შემდეგ ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი MTV Europe-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე ეკეთა, ტელევიზიით ვნახე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100