სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი შაშკინმა და მამა ფილიპომ ქართულ კათოლიკურ ოჯახს შობა მიულოცეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ვატიკანის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მამა ფილიპო ჩამპანელი აფრიამაშვილების ქართულ კათოლიკურ ოჯახს ეწვივნენ და შობის დღესასწაული მიულოცეს.

დიმიტრი შაშკინმა ოჯახის ორ წევრს, თბილისის 178-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ლევან და ბექა აფრიამაშვილებს პორტატული კომპიუტერები გადასცა.

ლევანი და ბექა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები არიან. ბექა აფრიამაშვილი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის "მე მიყვარს ჩემი პოლიცია" გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100