სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა.

„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ჩვენ დავუძახეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკრაინაში. ის დღეს დილით მოვა სამინისტროში და მოვილაპარაკებთ ყველაფერს. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, თუ მათ თავს რამე უბედურება ხდება“, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „დომთან“ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. მის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაიწყო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100