ბარამიძე: ახალი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს
საქართველოს
ახალი ხელისუფლება
ყველაფერს აკეთებს,
რომ საქართველოს
ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა
და ნატო-ში გაწევრიანებას
ხელი შეუშალოს
, - ამის შესახებ
სასტუმრო "ქორთიარდ
მარიტოში", ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ
როსის" 83-ე
სემინარის დაწყებამდე
ჟურნალისტებს საპარლამენტო
უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა,
გიორგი ბარამიძემ
განუცხადა.
"როდესაც
საქართველოს
ამხელა შანსები აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად
და ტრადიციად იქცა ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი საქართველოში, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. თუ ჩვენ ტერორისტების მხარდაჭერი ქვეყანა ვართ და ტერორისტებს ვამზდებთ, როგორც ამას საქართველოს პრემიერმინისტრი
აცხადებს,
მაშინ ნატო-ში არავინ მიგვიღებს და არავინ დაგველაპარაკება",
- განაცხადა
გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, ნატო-ს პარტნიორებს უნდა აუხსნან, რომ ვითარება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხატავს, სინამდვილეში ასე არ არის.
კომენტარი