სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი არტ გალერეა გოგა ჩანადირის საქველმოქმედო ფოტოგამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეა გადაცემის, „იმედის გმირების“ ინიციატივით, გოგა ჩანადირის საქველმოქმედო ფოტოგამოფენას, „საქართველოს აეროფოტოები“ მასპინძლობს.

ექსპოზიციაზე ფოტოდოკუმენტალისტის, გოგა ჩანადირის მიერ 2012-2014 წლებში, საქართველოს მასშტაბით, შვეულმფრენიდან გადაღებული 30 ფოტოა გამოფენილი. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა „იმედის გმირის“ ქველმოქმედის, დავით კინწურაშვილის მკურნალობას მომხმარდება.

41 წლის დავით კინწურაშვილი, როგორც ქველმოქმედი, „იმედის გმირების“ ობიექტივში 2013 წელს მოექცა. მის მიერ წლების წინ დაარსებული ქველმოქმედთა სახლი, „მომავლის გზა“, დღემდე არაერთ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვსა და გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა. დღეს დავით კინწურაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საზღვარგარეთ გამოკვლევების ჩატარება სჭირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100