აბები გამხმარი ჩანასახისგან
სამხრეთკორეელმა მებაჟეებმა აღკვეთეს 17 ათასი კაფსულის გადატანის 35 მცდელობა. ეს კაფსულები განკუთვნილია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, სინამდვილეში კი წარმოადგენენ დაუბადებელი ჩვილების გამხმარ ნარჩენებს.
„გამაძლიერებელი საშუალება“ წარმოებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ამ ქვეყანაში მასობრივად კეთდება აბორტები. ბავშვის სხეული პატარა ნაჭრებად ნაწევრდება, ხმება, ქუცმაცდება და კაფსულებად დაფასოვდება.
კორეის ხელისუფალთა მონაცემებით, ტაბლეტების მყიდველნი იყვნენ სამხრეთ კორეაში მომუშავე ჩინელები. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ არ იცოდნენ პრეპარატის შემცველობასთან დაკავშირებული ადამიანის ფაქტორის შესახებ.
აბორტის შედეგად მოკვდინებული ნაყოფის გამოყენების შემთხვევები დიდი ხანია ცნობილია ჩინეთში. განსუს პროვინციაში 2006 წელს მიაგნეს 123 ბავშვის თავის ქალას და სხეულის ნაწილებს, შეკმაზულს არომატული დანამატებით. 1990 წელს გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა ვაჭრობა ადამიანის ნაყოფებით, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელ სუპებში იყენებდნენ. 2003 წელს პოლიცია დიდხანს მალავდა ინფორმაციას რამდენიმე რესტორნის შესახებ, სადაც მსგავს სუპებს ამზადებდნენ ჰონკონგელი და ტაივანელი ბიზნესმენებისთვის.
კომენტარი