სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაცი, რომელიც ბანკის შეცდომის გამო 15 წუთით მილიარდერი გახდა

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრები ბლეზ აგირე ბანკის შეცდომის გამო მოულოდნელად მილიარდერი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

აგირემ Bank of America-ში თავისი ანგარიში შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 2,45 მილიარდ დოლარს ფლობს. ამის შემდეგ მან ანგარიშზე შესვლა კომპიუტერიდანაც სცადა, მაგრამ თანხა კვლავ მის ანგარიშზე ირიცხებოდა.

ბლეზ აგირემ იფიქრა, რომ ბანკის თანამშრომლები შეცდომას თვითონ აღმოაჩენდნენ, შემდეგ კი გადაწყვიტა, მომხდარის შესახებ მენეჯერს შეატყობინოს. ბანკის თანამშრომლებმა შეცდომა 15 წუთში გამოასწორეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100