ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური ანგარიში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციისშუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულსხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.
“ძალიან ბევრი სიახლე და სერვისი შევთავაზეთ ჩართულ მხარეებსა და ამომრჩევლებს, მაგრამ მთავარისიახლე, რომელიც დღეს გავაჟღერეთ გახლავთ ის, რომ ნებისმიერ მსურველს, პირდაპირ - ონლაინ რეჟიმში, “ფეისბუქისა” და “იუთუბის” მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და საჯაროდ ნახონ,როგორ ითვლება ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 360 გრადუსიანი სპეციალური ვიდეოკამერის მეშვეობით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ნებისმიერ მსურველს, რომ სოციალური ქსელებისმეშვეობით, პირდაპირ, საჯაროდ დააკვირდნენ ხმის დათვლის პროცესს ცესკოში. აქ შემოდის ოქმები, ხდებაოქმებისა და მონაცემების დამუშავება და ნებისმიერს შეუძლია ეს პროცესი ნახოს საჯაროდ. ეს არის ჩვენმიერ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი გამჭვირვალობისთვის, ხელმისაწვდომობისთვის და იმისთვის,რომ შედეგების მიმართ ნდობა იყოს მაქსიმალურად მაღალი,” - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოსთავმჯდომარემ.
სპეციალურად მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეგაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე,ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულპოლიტიკაზე.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთარაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 (53.75%) ქალი და 1 623 384 (46.24%) კაცი.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივებისმიზნით, ცესკომ ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა. მონაცემების გადამოწმება შესაძლებელიაცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის (voters.cec.gov.ge) მეშვეობით; წელს პირველად მოქალაქეებსშესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოსმასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებულიმობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაციათუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც.მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 945 761-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათშორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევერეგისტრირებულია 57 საინიციატივო ჯგუფი.
რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3, 634საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი - 2 საარჩევნო უბანი:ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.
არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციაგაიარა 74-მა ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4ქვეყნის საელჩო) ორგანიზაციამ. აკრედიტაცია 34-მა მედიასაშუალებამ გაიარა.
თამარ ჟვანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ ჩართული მხარეებისა დაამომრჩევლის დროულად ინფორმირების მიზნით ცესკომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი,მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებ-გვერდი შექმნა. ცესკოს ვებ-გვერდი საქართველოშიპირველია, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის. გარდა ამისა, ინკლუზიურისაარჩევნო გარემოს ხელშეწყობის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი პირობებისუზრუნველყოფის მიზნით, ცესკომ არაერთი ნაბიჯი გადადგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობისზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით.
ცესკოს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისწარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ თავისი საქმიანობისგანხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით დააღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.
ცესკომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ცხრა ადგილობრივარასამთავრობო ორგანიზაციას შორის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადმინისტრაციულირესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტიაშეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი“ 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ნორმების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.
თამარ ჟვანიამ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზეცისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოს სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველადონის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. მისივე თქმით, შემუშავდა სახელმძღვანელოინსტრუქციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, რომლებიც ითარგმნა სომხურ დააზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები საარჩევნო პროცესშიჩართული მხარეებისთვის, შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოები ადგილობრივი თვითმმართველობებისიურისტებისა და მედიისთვის. ჩართული მხარეებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დისტანციური სასწავლოპროგრამა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცაგენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულდა პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა დამამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
როგორც მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნოადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისოსტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კომენტარი