სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ თალაკვაძე - „გურია პერსპექტივების მხარეა, ამ რეგიონში გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, 2012 წლის არჩევნებში თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ კიდევ ერთხელ, ერთად გავიმარჯვებთ“

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილთალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ჩვენი ერთ ერთი პრიორიტეტია ძლიერი სოფელი“ „ჩვენ ძალაუფლება დავუბრუნეთ ხალხს და სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანებისკენ შემოვატრიალეთ - განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის სექტორები დღეს თქვენ გემსახურებათ და არა ორ-სამ ადამიანს, რომელთაც ხალხის ხარჯზე ხელები მოითბეს და უცნაური სურვილები შეისრულეს“ - მიმართა მოსახლეობას არჩილ თალაკვაძემ.

(R)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100